მნიშვნელოვანი სიახლეები
ვინ გაანადგურა ძველი ბრიტანელები გარკვეულია

ვინ გაანადგურა ძველი ბრიტანელები გარკვეულია

უძველესმა ბრიტანელებმა, რომლებმაც სტოუნჰენჯი ააგეს, კუნძულების თანამედროვე მოსახლეობის გენოფონდში არავითარი კვალი არ დატოვეს. საიდუმლოთი მოცული უძველესი ტომი თანამედროვე ნიდერლანდებიდან მოსული დამპყრობლების მიერ მთლიანად განადგურდა, ანდა განიდევნა.

ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ წინარეისტორიულ ევროპაში ადამიანთა გენების მასშტაბური კვლევის შედეგად. დაახლოებით 2500 წელს ჩვენს ერამდე ბრიტანეთში კონტინენტიდან გადმოვიდა ტომი, რომლებიც მეცნიერთათვის ზარისმაგვარი თასების კულტურის მატარებელთა სახელით არის ცნობილი. მათი გენეტიკური პროფილი  იმ დროს ნიდერლანდებში მცხოვრებთა გენებს მიაგავს. უმოკლეს დროში ქვის ხანების ბრიტების გენეტიკური კვალი ახალ მოსულთა გენებით მთლიანად განიდევნა. ამის მიუხედავად სტოუნჰენჯზე მუშაობა კვლავ გაგრძელდა.

 ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის გენეტიკოსთა სიტყვებით, ეს ფაქტი თვალშისაცემია. ჩვეულებრივ  ძირძველი მოსახლეობის გენების კვალი მიგრანტთა ჩამოსახლების შემდეგ როგორც წესი ნარჩუნდება, მაგრამ ამ შემთხვევაში რატომღაც ასე არ მოხდა. „სიმართლე უნდა ითქვას, ეს უფრო შემოსევას ჰგავს“, - ამბობს სტატისტიკური გენეტიკოსი გარეტ ჰელენტალი.

თუმცა უცნობია, თუ როგორ განდევნეს უცხოებმა ადგილობრივი მოსახლეობა. რაიმე ბრძოლის კვალი არ შემორჩენილა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - კუნძულზე ერთი ეთნოსის მეორე ეთნოსით სრული ჩანაცვლება მოხდა. კონტინენტურ ევროპაში ზარისმაგვარი თასები ასევე ვრცელდებოდა სხვა რეგიონებში, მაგრამ იმავდროულად გენოფონდის ჩანაცვლება არ მომხდარა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაკეთობები, რომლებმაც კულტურას სახელი მისცეს, „მოდური“ თასების სახით ვაჭრობით ვრცელდებოდა. ბრიტანეთში კი ზარისმაგვარი თასების შემქმნელთა მისვლა ტერიტორიის დაპყრობის მარკერად იქცა.