მნიშვნელოვანი სიახლეები
ვინ იყო მითრა?

ვინ იყო მითრა?

საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე ძველ რომაული ქალაქი მარიანას გათხრებზე მომუშავე არქეოლოგებმა უძველესი მითრას ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს. ეს მოულოდნელი აღმოჩენა იყო, რადგან მითრაიზმის მიმდევართა კვალი აქამდე კუნძულზე არ მოიპოვებოდა.

აღმოჩენა ფრანგმა არქეოლოგებმა 2016 წლის ნოემბერში გააკეთეს. საფრანგეთის არქეოლოგიური კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის გუნდს (INRAP) სპეციალურად დაუძახეს სანამ საგზაო სამუშაოები დაიწყებოდა.

აქამდე მათი ვარაუდით გათხრილია სალოცავი ოთახი და ინიციაციის ადგილი, რომელიც მითრას კულტს უკავშირდება. აღმოჩენასთან დაკავშირებით გათხრების ხელმძღვანელი ფილიპ შაპონი ამბობს:

„ესაა ძალიან იშვიათი და საინტერესო აღმოჩენა. ესაა პირველი მანიშნებელი, რომ კორსიკაზე მითრაიზმი იყო გავრცელებული.“

შაპონმა და მისმა კოლეგებმა გათხრებისას იპოვეს ზეთის ლამპები, ბრინჯაოს ზარები, თიხის ჭურჭლები და ქალის მარმარილოს თავი. არტეფაქტები მათ დაეხმარნენ მიმხდარიყვნენ  ადგილის დანიშნულებას. ამასთან მათ იპოვეს მითრას ქვის გამოსახულება, სადაც ის ხარს წირავს მსხვერპლად, ხოლო ძაღლი და გველი ცხოველის სისხლს სვამენ. მათთან ერთად მორიელიცაა გამოსახული.

მითრას ყველაზე სახელგანთქმული სალოცავი მდებარეობს სანტ კლემენტის ბაზილიკაში, რომში. მითრას კულტში ხარის მსხვერპლშეწირვის გამოსახულება ხშირად გვხდება, რადგან მიიჩნეოდა, რომ მითრამ შეწირული ხარის ნაწილებისგან შექმნა სამყარო.

არქეოლოგთა თქმით კორსიკაზე შეიმჩნევა, რომ სალოცავის საკურთხეველი განზრახ იყო დანგრეული. ეს საინტერესო არის არქეოლოგებისთვის, რადგან  შესაძლოა მიანიშნებდეს რელიგიურ დაპირისპირებას. რომის იმპერიის არმიაში ყველა რელიგია მისაღები იყო, სანამ იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა 392 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებდა.

მარიანა რომაული ქალაქი იყო, რომელიც დაახლოებით ძვ.წ.ა. 100 წელს დაარსდდა. მისი აღმავლობის ხანა  მე-3 და მე-4 საუკუნეებში იყო და ძლიერ სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა. ქალაქის გათხრები 1930 წლებში დაიწყო და 2000 წლებიდან განახლდა ინტერესი. წინა გათხრებით აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული ბაზილიკა და აუზი მოსანათლავად, ასევე სახლები და მაღაზიები.