მნიშვნელოვანი სიახლეები
წინარეისტორიული ბრაზილიის დაკრძალვის რიტუალების სამწუხარო წესები

წინარეისტორიული ბრაზილიის დაკრძალვის რიტუალების სამწუხარო წესები

სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ბრაზილიის გამოქვაბულ ლაპა-დო-სანტოში აღმოჩენილი სამარხები, 10 000 წლის წინათ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებში არსებულ დაკრძალვის საშინელ წესებზე მოგვითხრობენ.

 გერმანიის მაქს პლანკის საზოგადოების ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის და ბრაზილიის სან-პაულუს უნივერსიტეტის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, ანალიზის ახალი შედეგები წარმოადგინა. იგი 9400-9600 წლის წინათ დათარიღებულ 26 ადამიანის სამარხს შეეხება.

  ლაგოა-სანტას რეგიონი XIX საუკუნის დასაწყისიდან არის ცნობილი. აქ ადრე დანიელი ბუნებისმეტყველი პიტერ ლუნდი მუშაობდა. „შემდგომი ათწლეულების მანძილზე მთელი მსოფლიოს მკვლევარები მიემგზავრებოდნენ ამ რეგიონში, რათა ადამიანის და მეგაფაუნის  თანაარსებობის მტკიცებულებები მოეპოვებინათ. ადრეული გოლოცენის ასობით სამარხი იქნა ეგსგუმირებული. მიუხედავად ამისა დაკრძალვის ცერემონიებზე არაფერი იყო ცნობილი. ამგვარად ლაპა-დო-სანტოში აღმოჩენა დიდ მოულოდნელობად გახდა“, - გვიამბობს ანდრე შტრაუსი მაქს პლანკის ინსტიტუტიდან.

 მისი განმარტებით 10300-10600 წლის წინათ ადამიანები გარდაცვლილებს მთლიანად მარხავდნენ. მაგრამ 9400-9600 წლის წინათ დაკრძალვის რიტუალები უფრო განსხვავებული გახდა. გვამებს აზიანებდნენ, კბილებს აძრობდნენ და ძვლებს ხორცს აცლიდნენ. მკვლევარები კანიბალიზმსაც და გადასვენებასაც არ გამორიცხავენ. ამგვარ ხერხებს გაჯანსაღების, ანდა  მაგიური რიტუალებისათვის მიმართავდნენ.  8200-8600  წლის წინათ გვამების სიკვდილის შემდგომი დაზიანებები შეწყვიტეს, მაგრამ  ჩონჩხს დაკრძალვის წინა პერიოდში ცალკეულ ძვლებად ანაწევრებდნენ.

 ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადრეული არქაიკის დროს ლაოგა-სანტას რეგიონში, ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდნენ. „უძველესი სამარხები ადამიანების სიმბოლურ და რიტუალურ ქცევის შესახებ უდიდეს ინფრომაციას იძლევა. წინამდებარე კვლევა გვიჩვენებს, რომ 10 000 წლის წინათ სამხრეთ ამერიკის მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ცხოვრების წესი უფრო რთული და მრავალფეროვანი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ“, - განმარტა შტრაუსმა.