მნიშვნელოვანი სიახლეები
წითელი მონასტერი: გაუძლებს თუ არა ბოლო ბიზანტიური ნაგებობა ეგვიპტეში  დროსთან ომს? (+ვიდეო)

წითელი მონასტერი: გაუძლებს თუ არა ბოლო ბიზანტიური ნაგებობა ეგვიპტეში დროსთან ომს? (+ვიდეო)

ითვლება, რომ წითელი მონასტერი არის სამიდან ერთ-ერთი  ბიზანტიური არქიტექტურული ნიმუში, რომელიც იმპერიის ადრეული ისტორიიდან შემორჩა. ამ სამეულში მონასტრის გარდა შედის სან ვიტალეს ბაზილიკა იტალიაში და აია სოფია თურქეთში.

რატომ „წითელი მონასტერი“?

წითელი მონასტერი (ასევე ცნობილი, როგორც „დეირ ალ-აჰმარი) არის კოპტური მართმადიდებლური მონასტერი ეგვიპტის ქალაქ სოჰაგის მახლობლად. ითვლება, რომ მონუმენტი ახ.წ.ა. მე-4 ან მე-5 საუკუნით თარიღდება, რომლის დროსაც ეგვიპტეს ბიზანტიის იმპერია მართავდა.

წითელ მონასტერს ასეთი სახელი შეერქვა, რადგან მისი კედლების ასაშენებლად წითელი ფერის აგურები გამოიყენეს. ეს მას განასხვავებს თეთრი მონასტრისგან, რომელიც 4 კმ-ის მოშორებითაა ჩრდილო დასავლეთით და ნაგებია თეთრი ფერის ქვებით.

სამყაროსგან გაქცევა

წითელი მონასტერი მე-5 საუკუნეში აშენდა, მაშინ როცა ქრისტიანული მონასტრული ცხოვრობა ჰყვაოდა. ამრიგად მრავალი მონასტერი შენდებოდა ქალაქებიდან მოშორებით რომელიმე მთის წვერვალზე ან უდაბნოებში. ეს მონასწტერიც არაა გამონაკლისი და უდაბნოს მსგავს ადგილას მდებარეობს, სადაც მუდამ მშრალი კლიმატია.

ცნობილი სამონასტრო ეკლესია

ერთ-ერთი განსაკუთრებულობა წითელ მონასტერში არის მისი ეკლესია (ასევე ცნობილი როგორც წმ. პიშოის ეკლესია). ის მთავარი ეკლესიაა და მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში  ან მე-6 საუკუნის დასაწყისისთვის უნდა აშენებულიყო.

ეკლესიას ბაზილიკას ფორმა აქვს. დაკვირვებების მიხედვით მის არქიტექტურაში ერთიანდება უძველესი ეგვიპტური, რომაული და კოპტური ელემენტები, რომელიც აგებულია ქვისა და ხის ფენების მონაცვლეობით.

ქვის ყოველი ფენა ერთმანეთისგან დაშორებულია ხის ფენებით, რაც ამცირებს მისი დანგრევის რისკს მიწისძვრის შემთხვევაში. სალოცავის შიდა მხარე სავსეა ქანდაკებებითა და მოხატულობებით, რომელთა უმეტესობა მე-6 და მე-8 საუკუნით თარიღდება.  იგი გვიანი ანტიკური პერიოდიდან   კლასიკური და უძველესი ეგვიპტური ტრადიციების შერწყმის გასაოცარ მაგალითად არის მიჩნეული.

მონასტრის დაცულად შემონახვა

აღდგენითი სამუშაოების უმეტესობა, რომელიც წითელ მონასტერში ჩატარდა, მიზნად ისახავდა მის გადარჩენას. რესტავრაციის უმეტესობა მოხატულობების შემონახვის მიზნით ჩატარდა. ერთ-ერთი აღდგენითი სამუშაოები 15 წელს გასტანა და აქედან 10 კედლის მხატვრობისადმი იყო მიძღვნილი.

ერთ-ერთი საშიშროება, რომელიც წითელ მონასტერს ემუქრება არა მიწის ზემოდან, არამედ მიწისქვემოდან მოდის. მონასტრის მახლობელი ტერიტორია უფრო და უფრო დასახლებული ხდება. მაგრამ ამ მიდამოში ჯერ არ მოიპოვება სათანადო საკანალიზაციო სისტემა. ამრიგად საკანალიზაციო წყალი მიწაში ჩაედინება და მას არასტაბილურს ხდის. ამასთან დასახლების მომატება გამოიწვევს ტერმიტების მომრავლებას, რამაც შესაძლოა ნაგებობა დააზიანოს. ამრიგად გაუძლებს თუ არა ახალ სირთულეებს ეს უძველესი ნაგებობა ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.


Red monastery, the church of Saints Bishai and Bigol, Sohag, Egypt