მნიშვნელოვანი სიახლეები
წმინდა ეკატერინეს მონასტერი: შეთანხმება რელიგიათა შორის

წმინდა ეკატერინეს მონასტერი: შეთანხმება რელიგიათა შორის

სინას მთის ძირში არის წმინდა ეკატერინეს მონასტერი, რომელიც წარმოადგენს „უძველეს ქრისტიანულ მონასტერს, რომელსაც ჯერაც არ დაუკარგავს თავისი ფუნქცია“. ის ცნობილია, როგორც სინას მთის წმინდა მონასტერი, სადაც ღმერთს აქვს ფეხი დადგმული. მას ადრე ეწოდებოდა ფერისცვალების მონასტერი. მან დღემდე შეძლო თავის შემონახვა უძველესი და უჩვეულო ხელშეკრულებით.

სინას მთა მდებარეობს ეგვიპტის სინას ნახევარკუნძულზე, რომელიც წმინდაა  სამი აბრაამისეული რელიგიისთვის თავისი კავშირის გამო მოსესთან. ძველ აღთქმაში მოსემ ათი მცნება ამ ადგილას მიიღო. ისლამში ეს მთა ცნობილია, როგორც ჯებელ მუსა (რაც ნიშნავს მოსეს მთას).

მონასტერი რომაულ და ბიზანტიურ ეპოქაში

ამბავი წმინდა ეკატერინეს მონასტრის შესახებ გადმოცემით დაიწყო, როცა ნაბათეას სამეფო დაიპყრეს რომაელებმა ახ.წ.ა.–ის მე–2 საუკუნის დასაწყისში. რომაელთა მმართველობისას რეგიონი დაცარიელდა და სინას ტერიტორია, რომელიც უდაბური იყო ქრისტიანი ბერებისთვის საინტერესო გახდა, ეძებდნენ რა ამქვეყნიური სამყაროდან მოწყვეტას. ახ.წ.ა.–ის მე–4 საუკუნის პირველ ნახევარში დედოფალმა ელენემ, კონსტანტინეს დედამ, ბრძანა სალოცავის აშენება იქ, სადაც გადმოცემით მოსემ ცეცხლოვანი მაყვლის ბუჩქი დაინახა. ეკლესია, რომელიც ღვთისმშობელ მარიამს ეძღვნებოდა,ეხლა მონასტრის უწმინდეს ნაწილად ითვლება.

ახ.წ.ა.-ის მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში რომაელთა დაცემის გამო უკანონობა დამყარდა რეგიონში და მონასტრის ბერებმა დახმარებისთვის ბიზანტიის იმპერატორს მიმართა. ახ.წ.ა.-ის მე-6 საუკუნისას ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე I-ის ბრძანებით კედელი აშენდა სალოცავის გარშემო. გარდა ბერების დაცვისა კედელი ასევე იცავდა გზას აქაბადან სუეზამდე.

undefinedundefined

ამასთან ერთად, ფერისცვალების ეკლესია აშენდა იუსტინიანე I-ის ბრძანებით, რომელიც ახ.წ.ა.-ის 560 წელს დამთავრდა. იუსტინიანემ, დედოფალი ელენესავით,  გადაწყვიტა ნაგებობა მიეძღვნა ღვთისმშობელი მარიამისთვის.

წმინდა ეკატერინეს მონასტერი

მართალია თავიდან ის განკუთვნილი იყო ღვთისმშობელი მარიამისთვის მისაძღვნად, მონასტერი შემდგომ წმინდა ეკატერინეს სახელობის გახდა. გადმოცემის თანახმად წმინდა ეკატერინე აწამეს ახ.წ.ა.-ის 307 წელს რომის იმპერატორის მაქსიმინეს ბრძანებით. ის ცემეს და ბორბალზე გააკვრეს, რადგან უარი განაცხადა ქრისტიანობის უარყოფაზე. იგი წამებას გადაურჩა და შემდგომ იმპერატორის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. მისმა სხეულმა სასწაულებრივად გადაინაცვლა სინას მთაზე ანგელოზთა დახმარებით.

undefinedundefined

ახ.წ.ა.-ის მე-10 საუკუნის პერიოდში მისი თავი და ხელები მიიტანეს მონასტერში შესანახად, სადაც ის  ძვირფასი რელიქვია გახდა. სხვა წყაროების მიხედვით წმინდანის სხეული ბერებმა აღმოაჩინეს და მონასტერში მიიტანეს. ამის შემდგომ მონასტერი, პილიგრიმთა სალოცავი ცენტრი, წმინდა ეკატერინეს სახელობის გახდა.

შეთანხმება მუსლიმებთან და წმინდა ეკატერინეს მონასტრის სიმტკიცე

ახ.წ.ა.-ის მე-7 საუკუნეში ახალი სარწმუნოება ისლამი აღმოცენდა არაბეთის ნახევარკუნძულზე. არაბთა დაპყრობებმა ბოლო მოუღო ქრისტიანობას სინას ნახევარკუნძულზე. ამასთან ახ.წ.ა.-ის მე-9 საუკუნისათვის ბერთა რაოდენობა მონასტერში შემცირდა, თუმცა ის არსებობას განაგრძობდა.

ტრადიციის თანახმად წმინდა ეკატერინეს მონასტრის ბერებმა დაცვა თავად მოციქულ მუჰამედისგან ითხოვეს. მანაც მიიღო ქრისტიანთა თხოვნა.

undefinedundefined

უჩვეულო დოკუმენტს, სახელად აკტინამეს მოაწერა ხელი თავად მუჰამედმა ახ.წ.ა.-ის 623 წელს. მის მიხედვით ბერები წმინდა ეკატერინეს მონასტერიდან განთავისუფლებულნი იყვნენ გადასახადებისგან და სამხედრო სამსახურისგან. მუსლიმები აქეთ იყვნენ ვალდებულნი დაეცვათ მონასტერი და ბერებისთვის დახმარება გაეწიათ. საპასუხოდ ფატიმიდების პერიოდისას ბერებმა მონასტერის კედლებში ჯვაროსნების აშენებული ეკლესიის მეჩეთად გადაკეთების უფლება მისცეს.

უსაფრთხოებამ მოითხოვა წმინდა ეკატერინეს მონასტრის დაკეტვა მნახველებისთვის

მიუხედავად ასეთი წარსულისა, ახლანდელმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ეგვიპტეში ცუდი გავლენა იქონია მონასტერზე. 2013 წელს ბრძანეს მონასტრის დახურვა მნახველებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების გამო. რადგან მონასტერი ტურისტებისთვის პოპულარულ თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, ტურიზმი ადგილობრივ მაცხოვრებელთა მთავარ წყაროს შეადგენდა. მონასტრის დაკეტვით ადგილობრივთა ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა.