მნიშვნელოვანი სიახლეები
წყალქვეშ დაკარგული რომაული ქალაქის ნანგრევები, გვიყვებიან 1600 წლის წინ მომხდარ დამანგრეველ ცუნამზე

წყალქვეშ დაკარგული რომაული ქალაქის ნანგრევები, გვიყვებიან 1600 წლის წინ მომხდარ დამანგრეველ ცუნამზე

ტუნისის ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროსთან უძველესი რომაული ქალაქის წყალქვეშა ნანგრევები აღმოაჩინეს.

ეს ამტკიცებს იმ თეორიას, რომლის თანახმდაც ქალაქი ნეპოლისი  სანახევროდ წყალქვეშ ახ.წ.ა. მე-4 საუკუნის ცუნამის შედეგად მოხვდა. ეს ასევე ამტკიცებს, რომ ნეპოლისი რომაულ სამყაროში მეთევზეობის ცენტრი იყო.

„ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა,“ თქვა ტუნისი-იტალიის არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელმა მოუნირ ფანტარმა.

მისი თქმით წყალქვეშა ექსპედიციებისას იპოვეს შენობათა და ქუჩების კვალი. ასევე 100-მდე ავზი სადაც თევზს ამრავლებდნენ.

„ეს აღმოჩენა მიანიშნებს, რომ ნეპოლისი იყო ზღვის თევზის მწარმოებელი ცენტრი, სავარაუდოდ ყველაზე დიდი მეთელს რომაულ სამყაროში,“ თქვა ბატონმა ფანტარმა.

„შესაძლოა ნეპოლისი თავის წარმატებას თევზის ვაჭრობით მიაღწია“.

ბატონმა ფანტარის გუნდმა მუშაობები 2010 წელს დაიწყო ნეპოლისის ნავსადგურის ძიებისთვის. ამან ისინი მხოლოდ უფრო დიდ აღმოჩენსასთან მიიყვანა და 20 ჰექტარის ფართობზე გაფანტულ  ნანგრევებს მიაკვლიეს.

ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ  ნეპოლისი სანახევროდ წყალქვეშ მოექცა ახ.წ.ა. 365 წლის 12 ივლისის ცუნამისას.

ისტორიკოს ამიენ მერცილინის მიხედვით, ცუნამმა დააზიანა ეგვიპტის ალექსანდრია და საბერძნეთის კუნძული კრეტა. მეცნიერები ვარაუდობნენ, რომ ბუნებრივი კატარსტროფა მარტოოდენ ამ ორ ტერიტორიას არ უნდა შეხებოდა

ნეპოლისი ბერძნულად „ახალ ქალაქს“ ნიშნავს, მისი ნანგრევები ტუნისის სანაპირო ქალაქ ნაბეულის მახლობლად მდებარეობს.

ნაბუელი არაბული დასახლებაა, რომელიც ნეპოლისის თავზე ძველი ქალაქის დანგრევის შემდეგ აშენდა.

ქალაქმა მრავალი მართველობა გამოიარა. ის  იყო ბერძნული დასახლება, შემდეგ კართაგენელები მოვიდნენ, შემდგომ რომაელები და ბოლოს არაბები გაბატონდნენ.

ცოტა რამაა ცნობილი ქალაქის ისტორიის შესახებ. მესამე პუნიკური ომის დროს ის კართაგენელების მხარეს იყო და არა რომაელთა.

ამის გამო თავისებური სასჯელიც მიიღეს. რომაელთა ჩანაწერებსა და ლიტერატურაში ქალაქი თითქმის არაა ნახსენები.