მნიშვნელოვანი სიახლეები
წყევლები და მკურნალობა: მაგია და მედივინა მეტერინჩის სტელადან

წყევლები და მკურნალობა: მაგია და მედივინა მეტერინჩის სტელადან

მეტერიჩნის სტელა არის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი სტელა, რომელიც უძველესი ეგვიპტის მედიცინასა და მაგიაზეა. ტექსტი ქვაზე 30-ე დინასტიისას ამოტვირფეს და წარმოადგენს მივიწყებული შელოცვების თუ სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის მეთოდების კრებულს - განსაკუთრებით მოწამვლის შემთხვევაში.

მეტერინიჩის სტელა ნექტანებ II-ის მმართველობისას დამზადდა, რომელიც იყო ბოლო ეგვიპტური წარმომავლობის ფარაონი. ის წარმოადგენს სტელების ჯგუფის ნაწილს, რომელთაც „ჰოროსის კიპუს“-ს ეძახიან - სტელების კოლექცია, რომელთა დანიშნულება იყო ადამიანთა დაცვა გველის ნაკბენისგან ან ნიანგის თავდასხმისგან. ეს სტელა ამ ჯგუფში ყველაზე დიდია. ასევე მასზე გვხდება ყველაზე კარგად შემონახული მაგიური ტექსტები.

ქვის მოგზაურობა

გადმოცემის მიხედვით ქურუმი ესატუმი ჰელიოპოლისში გაემგზავრა და რამოდენიმე საინტერესო ნაწერს წააწყდა. მან გადაწერა ეს ტექსტები და მათი ქვაზე ამოტვირფა ბრძანა. როცა ალექსანდრე დიდმა ქალაქი ალექსანდრია დაარსა, ეს დიდი ქვა ახალ დედაქალაქში გადმოიტანა. ის 1828 წელს ფრანცისკოელთა მონასტრის მახლობლად იპოვეს. ქვა პრინც მეტერნიჩს ეგვიპტის მმართველმა მუჰამედ ალი ფაშამ მიყიდა. ამის შემდგომ ის ბოჰემიაში ერთ-ერთ ციხეში ინახებოდა. 1950 წელს ის ნიუ ორკის მეტროპოლიტანის ხელოვნების მუზეუმს მიჰყიდეს.

წყევლები და შელოცვები ქვაზე

სტელა ნაცრისფერი ქვიშაქვისგანაა დამზადებული და დღემდე გასაოცრად კარგ მდგომარეობაშია შემონახული. უძველესი ეგვიპტის ისტორიაში არ მოიპოვება ასეთი გასაოცარი ოსტატობით დამზადებული სტელა. ეგვიპტური მზის ღმერთი რას სიმბოლო არის არტეფაქტის თავზე. რას ოთხივე მხარეს ოთხი ბაბუინია გამოსახული - ისინი ღმერთ თოტის მსახურებად ითვლებოდნენ. რელიეფზე ასევე გამოსახულია ნექტანებ II. იეროგლიფული წარწერები ხუთ რიგად წერია და ეძღვნება ღმერთ ჰოროს და ჯუჯა ღმერთ ბეს (რომელიც ითვლებოდა ოჯახის და ახალშობილთა მფარველად).

სტელას ბოლოსთვის ჰოროსის და რას სიმბოლიზმებითაა სავსე. რელიეფის მარცხენა ნაწილი ისიდას უკავშირდება, ხოლო მარჯვენა ღმერთ თოტს. ორივე მათგანი გველთან ერთადაა გამოსახულია. ჰოროსის თვალი კი ორივე ღვთაებას გადმოჰყურებს ზემოდან. 

სტელის წარწერებში მოცემულია მოწამვლის სამკურნალო მაგიური რეცეპტები. ლეგენდის მიხედვით თავად სტელასაც ასევე მაგიური თვისება აქვს. უძველესი ექიმები სტელაზე წყალს ასხამდნენ, შემდეგ ამ წყალს აგროვებდნენ და სამკუნრალო საშუალებად აძლევდნენ ადამიანებს. სტელაზე საუბარია ცხოველთა თვისებებზე. განსაკუთრებით კატებზე. ისინი ღმერთების ცხოველებად ითვლებოდნენ ძველ ეგვიპტეში ამიტომაც მათ მაგიურ თვისებებს მიაწერდნენ. წარწერები ასევე ახსენებს რეპტილიებსაც, რომლელთა კბენისგან სამკურნალო საშუალებებზე საუბრობს. ასევე მასზე მოთხრობილია ღმერთ ჰოროსის ამბავი, რომელიც ერთხელ მოწამლულა, მაგრამ შემდგომ განკურნებულა.

უძველესი მაგიის რეალობა

ამართლებდა კი ეს ყველაფერი? მართალია დღესაც კი შეიძლება მოიძებნოს ადამიანები, რომლებსაც უძველესი ეგვიპტის მაგიის სწამთ, თუმცა მეტერნიჩის სტელის რეცეპტების გამოყენება თანამედროვე მედიცინაში სერიოზულად არავინ მიიღებს. დღეს ის მნიშვნელოვან არტეფაქტს წარმოადგენს, რადგან წამოდგენას გვაძლევს უძველესი ეგვიპტელების რწმენაზე და ნილოსის უძველეს ხალხს თავისებურ მისტიკურ ელფერს აძლევს.