მნიშვნელოვანი სიახლეები
XIV საუკუნის დონზე მდიდარი ადამიანები ცხოვრობდნენ

XIV საუკუნის დონზე მდიდარი ადამიანები ცხოვრობდნენ

არქეოლოგთა მტკიცებით შვიდი საუკუნის წინათ დონელ არისტოკრატებს ჩინური ფაიფურის შეძენა შეეძლოთ.

არქეოლოგებმა რუსეთში, როსტოვის ოლქში, ქალაქ აზოვში XIV საუკუნის ჩინური ფაიფურის ჭურჭელი აღმოაჩინეს. ეს ჭურჭელი ძველი ქალქ აზაკის - თანამედროვე აზოვის არისტოკრატიას ეკუთვნოდა. მაგრამ ყველაზე ძვირფასი აღმოჩენა სელადონის ლარნაკი იყო, რომელსაც ხორთუმიანი სპილოს თავის ფორმა ჰქონდა. მსგავსი აღმოჩენები ოქროს ურდოსა და აზოვის ტერიტორიაზე აქამდე არ გაუკეთებიათ.

 ფაიფურის ჭურჭელი სავარაუდოთ აზიის ქვეყნებიდან უნდა მოეტანათ. XIV საუკუნისათვის ეს ძალიან ძვირფასი ჭურჭელი იყო და მისი შეძენა მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს შეეძლოთ. სელადონი - ჩინური ფაიფურის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. იგი ნეფრიტის იმიტირებას ახდენს. სწორედ ამიტომ ითვლებოდა სელადონის ჭურჭელი განსაკუთრებით ძვირფასად.