მნიშვნელოვანი სიახლეები
ხუთი დაკარგული ლეგენდარული ქალაქი

ხუთი დაკარგული ლეგენდარული ქალაქი

ალბათ ყველას გახსოვთ ატლანდიტის ისტორია, ქალაქი რომელიც ერთ ღამეს ჩაიძირა ზღვაში და სამუდამოდ დაიკარგა.მაგრამ ატლანტიდა ერთადერთი არაა.  კიდევ არსებობენ სხვა ქალაქები, რომელთაც მსგავსი ისტორია გააჩნიათ: უეცრად გაუჩნარდნენ ტალღების ან ქვიშის ქვეშ ან დაიფარნენ მცენარეული საფარით.

undefined

1) ირამი, ქვიშის დაკარგული ატლანტიდა
ქვიშის ატლანტიდა ასევე დაკარგული, ქალაქი, ტომი თუ ტერიტორია, რომელიც ნახსენებია ყურანში და რომელიც მეორენაირად ცნობილია როგორც "მრავალსვეტიანი ირამი". ყურანში ირამი მორთული იყო მაღალი შენობებით,  დასახლებული იყო ხალხით, რომელთაც ეწოდებოდათ ადიტები და რადგან ისინი განუდგნენ ალაჰს, ღმერთმა დასაჯა. ლეგენდის თანახმად, ამ ადგილას შვიდი დღისა და ღამის განმავლობაში საშინელი ქარიშხალი ტრიალებდა და როცა ყველაფერი ქვიშამ ჩაყლაპა და დაფარა. ქალაქი გაქრა, თითქოს არც არასდროს არსებულა.

undefined

1990–იან წლებში, მოყვარული არქეოლოგისა და ფილმის რეჟისორის ნიკოლას კლაპის ხელმძღვანელობით, ჯგუფმა განაცხადა, რომ იპოვა დაკარგული ქალაქი, რომელიც შეესაბამებოდა ირამს. როგორც ჯგუფმა განაცხადა, მათ გამოიყენეს ნასას სენსორული სატელიტიდა რადარები.როცა ადგილზე ჩატარდა გათხრები, გამოჩნდა ოქტაგონალური ფორმის დიდი და მაღალი კედლები და კოშკები.  მაგრამ დღემდე გაურკვეველია არის თუ არა აღნიშნული აღმოჩენა ირამი.  

 undefined

2) უძველესი ეგვიპტური ქალაქი ჰერაკლიონი - მითისა და რელობის ზღვარზე

ქალაქი ჰერაკლიონი, ადგილი სადაც მოხდა კლეოპატრას ინაუგურაცია, ჩაიძირა ხმელთაშუა ზღვაში დაახლოებით 1 200 წლის წინ. იგი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქირეგიონში ჩაძირვამდე. საუკუნეების განმავლობაში მიჩნეული იყო როგორც გამოგონილ ამბად, მითის ნაწილად, მაგრამ2001 წელს წყალქვეშა არქეოლოგებმა, რომლმებიც ეძებდნენ ფრანგულ სამხედრო გემებს, წააწყდნენ ჩაძირულ ქალაქს. 

undefined

ქვიშისა და ტალახის ფენების მოცილების შემდეგ, მყვინთავებმა ნათელი მოჰფინეს არაჩვეულებრივად დაცულ (ხელშეუხებელ) ქალაქს. აქ წარმოდგენიილ იყო ამონ გების ტაძარი, ფარაონის გიგანტური ქანდაკებები, ათასობით პატარა სკულპტურა, სფინქსი, ქვის ბლოკები ბერძნული და ძველეგვიპტური წარწერებით.

 undefined

3) ურკეშის ხელახალი აღმოჩენა: ხურიტების მივიწყებული ქალაქი

ძველი ქალაქი ურკეში ოდესღაც წარმოადგენდა  ახლოაღმოსავლური ჰურიული ცივილიზაციის მთავარ ცენტრს, რომელიც მითოლოგიაში მიჩნეული იყო როგორც უძველეს ღვთაებათა სამშობლო.  იგი ჰყვაოდა ძვ.წ. 4000 - 1300 წლებში და იყო მთავარი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი, ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ანატოლიისა და სირია-მესოპოტამიის ქალაქებს შორის სავაჭრო ურთიერთობაში.  იგი ასევე იყო სამეფოს დედაქალაქი, რომელიც აკონტროლებდა მთიან რეგიონს ჩრდილოეთით, სადაც მდებარეობდა სპილენძის მადნეულობა. ამ მოხერხებული მდგომარეობის გამო ქალაქი მდიდარი და წარმატებული იყო.ძალიან ცოტა არის ცნობილი ურკეშისა და მისტიური ხურიული ცივილიზაციის შესახებ. ქალაქი დიდი ხნის მანძილზე ქვიშის ფენების ქვეშ იყო მიმალული; იგი დაკარგული იყო ისტორიისთვისაც, სანამ 1980იანი წლებში არქეოლოგებმა არ აღმოაჩინეს ტელ მოზანი, ბორცვი, რომლის ქვეშაც მიაგნეს სასახლისა და ტაძრის ნაშთებს. ათწლეულის მერე, მკვლევარებმა ხელმეორედ მიაკითხეს ტელ მოზანს და ასე აღმოჩნდა დაკარგული ქალაქი ურკეში.

undefined

არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელი მოჰფინა ჰურიტებისა და მათი ადრეული კულტურის შესახებ ინფორმაციას. გათხრების შედეგად გამოჩნდა ღია პლაზა, მონუმენტური კიბეები და ღრმა, მიწისქვეშა შახტა - "იმ ქვეყნად მიმავალი გზა", რომელიც გარკვეულ რელიგიურ რიტუალს უკავშირდებოდა.უზარმაზარ სამეფო სასახლეში აღმოჩნდა არქივი, რომლითაც მოხერხდა ქალაქის იდენტიფიცირება.

 undefined

4) არქეოლოგების მიერ ნაპოვნი ხელუხლებელი ნანგრევები  - მაიმუნების ღმერთის დაკარგული ქალაქის ძიებაში  

ორი წლის წინ ჰონდურასის ჯუნგლების თავზე საჰაერო დაზვერვის წყალობითაღმოაჩინეს ხელოვნური ნაგებობის კვალი. ამის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა საზოგადოებაში, რომ არქეოლოგებმა იპოვეს  La Ciudad Blanca (“თეთრი ქალაქი”), რომელიც მეორენაირად ცნობილია როგორც მაიმუნების ღმერთის დაკარგული ქალაქი. მაგრამყველას დაეზარა ჯუნგლებში ბოდიალი ნიადაგის სკანირებისთვის. თუმცა, ამ წლის დასაწყისში, დაიგეგმა ექსპედიცია, რომელიც შეეცდებოდა გამოეძია საჰაერო დაზვერვის სურათების სინამდვილე. არქეოლოგებმა ამჟამად აღმოაჩინეს ფართო მოედნები, ხელოვნურად ამოჭრილი მიწის უბნები და სხვა არტეფაქტები, რომელიც მიეკუთვნებოდა აქამდე უცნობ, საიდუმლოებით მოცულ კულტურას.

La Ciudad Blanca ლეგენდარული ქალაქია, რომელიც თქმულებების თანახმად მდებარეობდა ახლანდელი ჰონდურასის აღმოსავლეთით,ლა მოსკიტიას გაუვალ ტყეში. ესპანელმა კონკისტადორმა ჰერნან კორტეზმა მიიღო "სანდო" წყაროსგან ინფორმაცია, რომ ამ ადგილას  ლეგენდარული ქალაქი მდებარეობდა, მაგრამ ვერ მიაკვლია. 1927  წელს, პილოტმა ჩარლზ ლინდბერგმა მოახსენა უფროსობას ქვის კონსტრუქციის შესახებ, რომელიც მან დაინახა ჰონდურასის თავზე გადაფრენისას, ხოლო 1930იან წლებში ხმები "მაიმუნების ღმერთის ქალაქის" სავარაუდო აღმოჩენის შესახებ გავრცელდა. 1939 წელს მოგზაური თეოდორე მორდე ეწვია რეგიონს და მისი მტკიცებით, უამრავი არტეფაქტი ჩამოიტანა იქიდან.  თუმცა მას არასდროს გაუმჟღავნებია ზუსტი ადგილსამყოფელი, რადგან ეშინოდა რომ ქალაქს გაძარცვავდნენ. თუმცა ისე გარდაიცვალა, არქეოლოგიურ ექსპედიციასაც ვერ მოესწრო. 1952 წელს ტიბორ სეკელი გაემგზავრა ჰონდურასის ჯუნგლებში ქვეყნის მთავრობის დაფინანსებით ლეგენდარული თეთრი ქალაქის აღმოსაჩენად, მაგრამ ხელცარიელი დაბრუნდა. 2012 წელს კი გაკეთდა პირველი მნიშვნელოვანი აღმოჩენა. მკვლევარებმა მიაგნეს კომპლექსური ნაგებობის ნაშთებს, რომელიც ხელუხლებელი იყო საუკუნეების მანძილზე.

 undefined

5) მაღალტექნოლოგიური მოწყობილობით ნაპოვნიდაკარგული ქალაქი კამბოჯას ჯუნგლებში

2014 წელს ავსტრალიელმა არქეოლოგებმა თანამედროვე სენსორული ტექნოლოგიის წყალობით მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს კამბოჯაში - 1200 წლიანიდაკარგული ქალაქი, რომელიც წინ უსწრებსანგკორ-ვატის ინდუისტურ ტაძარს.

დამიან ევანსი, სიდნეის უნივერსიტეტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კამბოჯაში და მისმა პატარა კვლევითმა ჯგუფმა დაადასტურეს კამბოჯაში ლიდარის ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენება. "ამ აღმოჩენამ ყველანი გაგვაოცა - მოულოდნელად ეკრანზე დავინახეთ აქამდე უცნობი, მთლიანი ქალაქის სურათი," თქვა ევანსმა.

როგორც ჩანს, ეს უნდა ყოფილიყო მაჰენდრაპარვატა, დაკარგული ქალაქი, სადაც ცხოვრობდა  პნომ კულენის მთიდან ჩამოსული ხალხი, ცნობილი ანგკორ-ვატის ტაძარის აშენებამდე 350 წლით ადრე.  ეს რეგიონი იყო ინდურ-ბუდისტური ქხმერების იმპერიის ნაწილი, რომელიც მართავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას800-1400 წლების პერიოდში. (იგივე კამბუჯადეშა).

ლაზერული ტექნოლოგიის წყალობით არქეოლოგებმა გაარჩიეს ხუთი ტაძრის ნანგრევები, ბუდას დიდი ქანდაკება, ძველი საკანალიზაციო არხეთბი და ათასობით ბორცვები ქალაქის გაყოლებაზე, სავარაუდოდ სამარხები.თუმცა ჰაჰენდრაპარვატას აღმოჩენა ჯერ ისევ საწყის სტადიაშია და მკვლევარებს წინ ბევრი გასაოცარი რამ ელოდებათ.