მნიშვნელოვანი სიახლეები
ყირიმის დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო მოედანზე ანტიკური დამცავი ზღუდე და ნეკროპოლი აღმოაჩინეს

ყირიმის დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო მოედანზე ანტიკური დამცავი ზღუდე და ნეკროპოლი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ქერჩის ხიდის მიმდებარედ შიდა დამცავი ზღუდე, მიწაყრილი და თხრილი აღმოაჩინეს. არქეოლოგების მონაცემებით საუბარი ტირიტაკის დამცავ ზღუდეს ეხება, რომელიც ჩვენს ერამდე IV-III საუკუნეებით თარიღდება.

ეს დამცავი ზღუდე ბოსფორის სამეფოს აღმოსავლეთ ნაწილში ოდესღაც მდებარე შვიდი ზღუდიდან ერთ-ერთია. იგი სამეფოს დედაქალაქ პანტიკაპეასთან ყველაზე ახლოს მდებარეობდა. ნაგებობას მხოლოდ დამცავი ფუნქცია გააჩნდა.

 „ეს დამცავი ზღუდე აზოვის ზღვიდან სრუტის ნაპირებამდე დაახლოებით 20 კილომეტრის მანძილზე იყო გადაჭიმული. მის შესახებ ჯერ კიდევ  XIX-XX საუკუნეებში იყო ცნობილი, როცა აქ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა“, ამბობს ალექსანდრე სუპრენკოვი, გათხრების ხელმძღვანელი.

მან აღნიშნა, რომ აქ აღმოაჩენილი ამფორების ნამსხვრევები ნაგებობის ასაკზე მიუთითებს. გათხრების ფართობი 4 ათას კავადრატულ მეტრს აღწევს და რამდენიმე თვეში მის დასრულებას ვარაუდობენ.