მნიშვნელოვანი სიახლეები
ყირიმში ბავშვის უცნაური სამარხი აღმოაჩინეს

ყირიმში ბავშვის უცნაური სამარხი აღმოაჩინეს

ყირიმში ქერჩის ნახევარკუნძულზე კიზ-აულის ნეკროპოლის გათხრებისას ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნის ბავშვი სამარხი აღმოაჩინეს. ბავშვს თავის ქალა დეფორმირებული ჰქონდა.

არქეოლოგთა განცხადებით შავი ზღვისპირეთში მსგავსი დეფორმირებული თავის ქალები ჯერ კიდევ 1826 წელს არქეოლოგმა პოლ დებრიუკსმა აღმოაჩინა. მეცნიერის აზრით მსგავსი თავის ქალა სოციალური სტატუსის მაჩვენებელი იყო.

 ბავშვის ჩოჩხის ახლოს მინის წვრილი მძივები და სპილენძის შენადნობის სამაჯური აღმოჩნდა. ბავშვი წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით  წლინახევრის ბიჭი იყო. 

თავის ქალის ხელოვნური დეფორმაცია - უძველესი პრაქტიკაა, რომელიც მსოფლიოს ბევრი კულტურისათვის იყო დამახასიათებელი, ხოლო ვანუატუში მას ახლაც მიმართავენ. პირველი მსგავსი თავის ქალა ერაყის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს - იგი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნით თარიღდება.

 ზოგჯერ თავის ქალას დეფორმაცია თვითმიზანი არ იყო. ასე მაგალითად შუა საუკუნეების საფრანგეთში ჩვილის თავის დარტყმისგან დასაცავად  მას მჭიდროდ ახვევდნენ, რაც შემდგომში დეფორმაციას იწვევდა. ამგვარი თავის წაკვრის მსხვერპლი ფრანგი ქალი მათემატიკოს სოფი ჟერმენიც იყო, რასაც მის გონებრივ შესაძლებლობებზე  გავლენა არ მოუხდენია. წაგრძელებული თავის ქალას მიუხედავად მან დიდ წარმატებებს მიაღწია რიცხვთა თეორიასა და დიფერენციალურ გეომეტრიაში.