მნიშვნელოვანი სიახლეები
ზღვის ფსკერზე ყველაზე ძველი სანაოსნო ხელსაწყო აღმოაჩინეს

ზღვის ფსკერზე ყველაზე ძველი სანაოსნო ხელსაწყო აღმოაჩინეს

ვასკო და გამას ესკადრის ხომალდ "ესმერალდას" ჩაძირვის ადგილას, ინდოეთის ოკეანეში წყალქვეშა არქეოლოგებმა მსოფლიოში ყველაზე ძველი სანაოსნო ხელსაწყო აღმოაჩინეს.

 ეს უძველესი "გაჯეტი" 17,5 სანტიმეტრი დიამეტრის დისკოა, რომლის სისქეც 2 მმ-ს შეადგენს. შუაგულში მცირე ნახვრეტი აქვს, რომლის თავზეც პორტუგალიის გერბი, ხოლო ნახვრეტის ქვეშ მეფე მანუელს I-ის ემბლემაა გამოსახული. ხელსაწყო როგორც ვარაუდობენ  XV საუკუნის ბოლო ხუთ წელიწადშია დამზადებული.

 იმის მტკიცებულება, რომ დისკო სწორედ ასტროლაბიას წარმოადგენს, ლაზერული სკანირებით მიიღეს. სკანირება უორიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. როგორც გაირკვა დისკოს ნაპირას დანაყოფები იყო დატანებული, რომელთა შორის დაშორება ხუთი გრადუსს შეადგენდა. ეს დანაყოფები შუადღისას მზის ჰორიზონტიდან სიმაღლეს განსაზღვრავდა, რაც ხომალდის განედის დადგენის  საშუალებას იძლეოდა.

  ეს დღემდე არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყველაზე ძველი ასტროლაბიაა.

  ხომალდი "ესმერალდა" 1503 წელს შტორმის დროს ეკიპაჟთან ერთად ჩაიძირა. იგი 2016 წელს ომანის სამხრეთ აღმოსავლეთით ერთ-ერთ ყურეში აღმოაჩინეს. საძიებო სამუშაოებს ომანის კულტურის სამინისტრო და ბრიტანული კომპანია Blue Water Recoveries აწარმოებდნენ.