მნიშვნელოვანი სიახლეები
М16 made in Ukraine

М16 made in Ukraine

 2017 წელს უკრაინაში ამერიკული შაშხანა М16-ის წარმოება დაიწყება. შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა „უკრობორონპრომსა“ ამერიკულ კომპანია Aeroscraft-ს შორის. ეს კომპანია აქამდე დირიჟაბლების გამოშვებით იყო დაკავებული.

 შაშხანა М16, უფროსწორად მისი მოდიფიკაციაМ4А1 აშს-ს სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების შეიარაღებაშია. ამერიკის არმიის გარდა მას იყენებენ ნატოს, მათ შორის დანიის, საფრანგეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის და თურქეთის არმიები. „კალაშნიკოვის ავტომატის შემდეგ М16 გავრცელებით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. მან გაიარა ვიეტნამი, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია, ავღანეთი და ერაყი. ამერიკელებმა იგი გააუმჯობესეს. ამას გარდა მასზე ბევრი დამატებითი მოწყობილობის დამაგრება შეიძლება“, - საუბრობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ოგორ რომანენკო.

 დღემდე თურქეთი და მალაიზია იყვნენ ერთადერთი ქვეყნები, რომლებსაც ამ შაშხანის წარმოებაზე ამერიკული ლიცენზია ჰქონდათ. 2016 წლის ბოლოდან მათ უკრაინაც დაემატა.

„უკრობორონპრომი“ და კომპანია Aeroscraft აღნიშნავენ, რომ ლიცენზია მაქსიმალურად მოკლე ვადაში იქნა მიღებული - სულ რაღაც 203 კვირაში.