მნიშვნელოვანი სიახლეები
3D-პრინტერზე დაბეჭდილი  ყუმბარმტყორცნი R.A.M.B.O. (+ვიდეო)

3D-პრინტერზე დაბეჭდილი ყუმბარმტყორცნი R.A.M.B.O. (+ვიდეო)

თქვენს წინაშეა თითქმის მთლიანად 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ყუმბარმტყორცნი. უფრო მეტიც, მისი ყუმბარებიც კი დაბეჭდილია.

ყუმბარმტყორცნს R.A.M.B.O.  ეწოდება (Rapid Additively Manufactured Ballistics Ordnance - სწრაფი ადიტიურად დაპროექტებული ბალისტიკური იარაღი). იგი მოდიფიცირებულ M203 ყუმბარმტყორცნს წარმოადგენს, რომელსაც კონდახი და პისტოლეტის ტარი აქვს. R.A.M.B.O. 50 ინდივიდუალური დეტალისგან შედგება და ყოველი მათგანი ზამბარებისა და მომჭერების გარდა სამგანზომილებიანი ბეჭდვით არის დამზადებული. ლულა და ლულის კოლოფი პირდაპირი ლაზერული შეცხობით ალუმინისგანაა დამზადებული. სასხლეტი და საცემი 4340 მარკის ფოლადისგან.

ლულისა და ლულის კოლოფის დამზადებას  70 საათი დასჭირდა და კიდევ 5 საათი ბეჭდვის შემდგომ დამუშავებას. სამხედროები შედეგით კმაყოფილები არიან, მაგრამ ეს იმაზეც მიუთითებს, რომ თუკი ადამიანს სამგანზომილებიანი ბეჭდვის არასტანდარტული მოწყობილობა გააჩნია, იგი ყუმბარმტყორცნის დაბეჭდვას ადვილად შეძლებს.

R.A.M.B.O.-სათვის სავარჯიშო ყუმბარაM781-იც დაბეჭდეს ალუმინისგან და  მასში ასაფეთქებელი ნივთიერების ნაცვლად ნეილონის მინა ჩატენეს. 15 გასროლისგან შემდგარი ტესტის შემდეგ, ყუმბარმტყორცნს რაიმე კონსტრუქციული დაზიანება არ ეტყობოდა. დაბეჭდილი ყუმბარები ლულიდან ჩვეულებრივთან შედარებით 5%-იანი დაგვიანებით  მოფრინავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა სტანდარტულთან შედარებით ძალიან მიახლოებულად მუშაობდა.

 ამგვარი დაბეჭდილი იარაღის წარმოება  ახალი იარაღის შემუშავებას ძლიერ გააადვილებს, ვინაიდან ექსპერიმენტული პროტოტიპების დამზადება და გამოცდა ადვილი საქმე იქნება. უფრო მეტიც სამხედროების ვარაუდით მომავალში იარაღი სწორედ ამგვარად  იწარმოება და შესაძლოა ჯარისკაცებმა ისინი პირდაპირ ადგილზე დაბეჭდონ.