მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელები ახალი საბრძოლო კონვერტოპლანის აგებას აპირებენ

ამერიკელები ახალი საბრძოლო კონვერტოპლანის აგებას აპირებენ

ამერიკული კომპანია Bell-მა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსპროგრამა FVL-ის ფარგლებშიპერსპექტიული სამხედრო კონვერტოპლანის V-280 Valor-ის შექმნა დაიწყო.

 კონვერტოპლანები საფრენი აპარატებია, რომელთა ხრახნებიც ტრიალდება და თეორიულად თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების  ყველა დადებით თვისებებს აერთიანებენ. მათ ვერტიკალურად აფრენა შეუძლიათ და იმავდროულად ჩვეულებრივ ვერტმფრენებთან შედარებით უფრო სწრაფებია რიან. თუმცა მათ უარყოფით თვისებებად ფრენისას დაბალი მდგარდობა ითვლება. ეს განსაკუთრებით „ვერტმფრენის“ რეჟიმიდან „თვითმფრინავის“ რეჟიმზე გადასვლისას იჩენს თავს.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კონვერტოპლანებს აგებს აშშ-ა. ამერიკელები ერთადერთ სერიულ კონვერტოპლანს Bell V-22 Osprey-ს იყენებენ. მათი შემცვლელის შესაქმნელად პენტაგონმა პერსპექტიული საფრენი აპარატის პროგრამა Future Vertical Lift-ი ჩაუშვა. ამ პროგრამისმიხედვით სხვადასხვა საავიაციო ფირმები საკუთარი კონვერტოპლანის შექმნას შეეცდებიან.

კომპანია Bell-ი პროგრამაში თავისიმოდელით - V-280 Valor-ით მოქმედებს. მას ვერტიკალურად აფრენა და დაჯდომა შეუძლია. მისი საფრენი სიჩქარე 519 კმ/სთ-ა, ხოლო მოქმედების რადიუსი 1500 კილომეტრს შეადგენს. მისი ძრავები უძრავია, ხოლო ფრენის რეჟიმების სეცვლისას მხოლოდ ხრახნების მდებარეობა იცვლება.

 V-280 უკვე დანადგარების შემოწმებას გადის და მალე მისი პირველი ფრენაც განხორციელდება.