მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელები მაყუჩს 3D-პრინტერებზე დაბეჭდავენ (+ვიდეო)

ამერიკელები მაყუჩს 3D-პრინტერებზე დაბეჭდავენ (+ვიდეო)

სიახლის წვრილმანებს კომპანია არ ამჟღავნებს, მაგრამ ერთი რამ ცნობილია: ცეცხლსასროლი იარღისათვის მაყუჩი ერთიანი დეტალი  იქნება.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Daniel Defense3D-პრინტერზე დაბეჭდავს ხელსაწყოს, რომელიც ხმისა და ალის გარეშე სროლის საშუალებას იძლევა.

  ჩვეულებრივი მაყუჩი ღრუ ცილინდრს წარმოადგენს, რომელიც ფოლადის, სპილენძის ანდა პლასტიკისგან არის დამზადებული და რომელსაც დენთის გახის მოსაშორებლად საკნები გააჩნია. ამგვარი მოწყობილობა გასროლის ხმას საგრძნობლად ახშობს.

ახალმა მოდელმა სახელად DD Wave მიიღო და მისი ღირებულება 100 დოლარს შეადგენს.  DD Wave, ჩვეულებრივი მაყუჩისგან განსხვავებით ერთ დეტალად დაიბეჭდება. თუ რა ლითონს გამოიყენებს მწარმოებელი, უცნობია.

ქსელში მომხმარებლებმა უკვე არაერთგზის გამოხატეს თავიანთი უნდობლობა ამ სიახლის გამო. ბევრს ჰგონია, რომ 3D-ბეჭდვა ჯერ კიდევ არაა იმდენად ეფექტური, რომ მისგამ განსაკუთრებული სიმტკიცის დეტალები დამზადდეს.