მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელები თავიანთ ყველაზე მძლავრ, საგემბანო გამანადგურებელს განაახლებენ

ამერიკელები თავიანთ ყველაზე მძლავრ, საგემბანო გამანადგურებელს განაახლებენ

აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალები და კორპორაცია Boeing F/A-18E/F Super Hornet თვითმფრინავების მოდერნიზაციას დაიწყებენ. ისინი მსოფლიოში ყველაზე მძლავრ საგემბანო გამანადგურებლებად ითვლებიან.

 ამერიკული საგემბანო Boeing F/A-18E/F Super Hornet-ი გამანადგურებელ  F/A-18-ის მასშტაბურ გადაკეთებას წარმოადგენს. თვითმფრინავის ფრთების გაშლა 20%-ით გაიზარდა. თვითმფრინავი 3200 კილოგრამით უფრო დამძიმდა, ხოლო მაქსიმალური ასაფრენი მასა 6800 კილოგრამამდე გაიზარდა. მოდერნიზირებული გამანადგურებელი წინამორბედს ფრენის სიშორითაც ჯობნის - იგი მესამედით გაიზარდა. ამან საბრძოლო მოქმედებების რადიუსი 41%-ით, ხოლო ფრენის ხანგძლივობა 50%-ით გაზარდა.

 სანამ მეხუთე თაობის გამანადგურებელ-ბომბდამშენი F-35C შეიარაღებაზე არ მიუღიათ, მანამდე პენტაგონი  და კომპანია Boeing  გამანადგურებელ F/A-18E/F Super Hornet-ებს Block III პროგრამამდე  გააუმჯობესებს. ამას გარდა ამერიკელები 70-140 ახალი /A-18E/F Super Hornetიების შეძენასაც აპირებს.კონტრაქტი ხუთ წელზეა გათვლილი და 265 მილიონი დოლარი დაჯდება.

გარეგნულად მოდერნიზირებული Super Hornet-ის ცნობა კონფორმული საწვავის ავზებით შეიძლება, რომელიც დაკიდული საწვავის ავზებისგან განსხვავებით აეროდინამიკას ხელს სრულებითაც არ უშლის. თვითმფრინავები ახალ, უფრო მძლავრ ძრავას და ახალ ინფრაწითელ  გადამწოდ IRST (Infra-Red Search and Track)მიიღებენ. საბორტო კომპიუტერის სიმძლავრეც გაიზრდება, ხოლო სენსორული ეკრანის ზომა 19 х 11 ინჩზე გახდება.

პირველ მოდერნიზირებულ თვითმფრინავებს ამერიკული სამხედრო საზღვაო ძალები 2019 წლისათვის მიიღებენ. დაახ;ლოებით მაშინ დაიწყება მეხუთე თაობის F-35C-ის შეიარაღებაში მიღებაც.