მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელები უპილოტო მფრინავ ტანკერს ცდიან

ამერიკელები უპილოტო მფრინავ ტანკერს ცდიან

ამერიკული თავდაცვითი კომპანია Northrop Grumman-ი უპილოტო მფრინავი აპარატის გამოცდას იწყებს, რომელიც MQ-25 Stingray-ის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.

ინტერნეტში ახალი უპილოტოს ფოტოები უკვე გამოჩნდა. ეს საიდუმლო მფრინავი ტანკერი საგემბანო დამრტყმელი დრონის X-47B UCAS-D-ის ბაზაზეა შექმნილი. მას ორი გარეთა ავზი უყენდება, რომლებიც თავის დროზე კომპანიაCobham-ის მიერ გამანადგურებელ Super Hornet-ისთვის შეიქმნა.

 გარე ავზებით დრონს 600 კმ/სთ სიჩქარით ფრენა შეუძლია. მათში 1300-დან 1800-მდე ლიტრი საწვავი ეტევა. ამას გარდა, ავზებს საწვავის გადატუმბვის სისტემაც გააჩნიათ, რომლებსაც წუთში 1800 ლიტრის გადატუმბვა შეუძლიათ. პროგრამა MQ-25 Stingray-ის ფარგლებში სამხედროებს უპილოტო მფრინავი ტანკერის შექმნა სურთ. ახალ უპილოტოს შეიარაღება არ გააჩნია, თუმცა მისი დაყენების შესაძლებლობა არის.

 კომპანია Northrop Grumman-ის მიერ შექმნილი უპილოტო საფრენი აპარატი დაზვერვის, მიზნის განადგურების და სხვა საფრენი აპარატების საწვავით გაწყობის მიზნით გამოიცადა. მასზე ლაზერული შეიარაღებაც გამოსცადეს. X-47B-ის სიგრძე 11,63 მეტრია, სიმაღლე 3,1 მეტრი. ფრთების გაშლა 18,93 მეტრი. აპარატს 1935 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და 4000 კილომეტრამდე მანძილზე ფრენა შეუძლია.