მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელებმა ავსტრალიაში ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადეს (+ვიდეო)

ამერიკელებმა ავსტრალიაში ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადეს (+ვიდეო)

 ავსტრალიის საცდელ პოლიგონზე აშშ-მ და ავსტრალიამ პროექტ HIFiRE-ს  ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდა ჩაატარეს.

პროექტ HIFiRE-ს („ჰიპერბგერითი ფრენების ექსპერიმენტული კვლევები“) ფარგლებში  აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა და ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრომ ჰიპერბგერითი საავიაციო რაკეტა შექმნეს, რომლის ფრენის სიჩქარე 7700 მილს საათში ანუ 12000 კმ/სთ-ს შეადგენს.

 რაკეტის შექმნაზე ამერიკული კომპანია Boeing-ის, ბრიტანული BAE Systems-ისდა  ქვინსლენდის უნივერსიტეტის (ავსტრალია) სპეციალისტებიც მუშაობდნენ. პროექტის ღირებულება 54 მილიონ დოლარს შეადგენს. ამერიკელთა განცხადებით რაკეტის შექმნაზე მუშაობა იმის გამო დაიწყეს, რომ ამ მიმართულებით რუსეთი და ჩინეთი უკვე მუშაობენ.

 BAE Systems-ის ავსტრალიური ქვედანაყოფისგანცხადებით გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა კი  რაკეტა HIFiRE-ის ტესტი აქამდე არსებული ტესტებიდან ყველაზე რთული აღმოჩნდა.