მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელებმა საბჭოური ტანკი უპილოტოდ აქციეს

ამერიკელებმა საბჭოური ტანკი უპილოტოდ აქციეს

ამერიკულმა თავდაცვითმა კომპანია Defense & Security Solutions-მა საბჭოთა ტანკი Т-72 დისტანციური მართვის სისტემით აღჭურვა.

მეორე თაობის ყველაზე მასობრივი ტანკი Т-72 საბჭოთა არმიის შეიარაღებაში 1973 წლის 7 აგვისტოს მიიღეს. ტანკს საბჭოთა კავშირი და რუსეთი 1974-1992 წლებში „ურალვაგონზავოდსა“ და ჩელიაბინსკის სატრაქტორო ქარხნებში უშვებდა. სულ დაახლოებით 30 ათასამდე Т-72 იქნა გამოშვებული. ახლა ამერიკელებმა ისინი თვითმავალ მიზნებად აქციეს.

ტანკის დისტანციური მართვა სამიზნეების არმიული სახმელეთო-საჰაერო სისტემების AGATCS (Army Ground Aerial Target Control System) მეშვეობით ხორციელდება. ეს სისტემა შორ მანძილზე სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის საშუალებას იძლევა.

 უპილოტო ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მიზნად, ისე პირადი შემადგენლობის მოსამზადებლად და იარაღის გამოსაცდელად. ამერიკელების განცხადებით, რუსულ ტექნიკაზე შორი მართვის სისტემის მორგება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. საბჭოთა ტანკების მართვას საკუთარი სპეციფიკა გააჩნია - მათი მართვისას დიდი ფიზიკური ძალაა საჭირო. ამას ემატება მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ვიბრაცია.