მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელებმა წყალქვეშა რობოტების ესკადრა შექმნეს

ამერიკელებმა წყალქვეშა რობოტების ესკადრა შექმნეს

 ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის ისტორიაში, წყალქვეშა აპარატების პირველი ესკადრა შექმნეს - UUVRON 1 (Unmanned Undersea Vehicle Squadron 1).

ამერიკელი სამხედროები წყალქვეშა უპილოტო აპარატებს ხომალდების  დიაგნოსტიკის, ზღვის ფსკერის დასათვალიერებლად და დაზვერვისათვის დიდი ხანია იყენებენ. მაგრამ ადრე ისინი წყალქვეშა ნავების ესკადრა DEVRON 5-ს მიეკუთვნებოდნენ, რომელიც აშშ-ს სამხედროსაზღვაო ძალებისწყნარი ოკეანის ფლოტისსამხედრო ბაზა "კიტსაპზე" ბაზირებდა. წყალქვეშა რობოტებით აღჭურვილი ფორმირება პირველად იქნა ორგანიზებული.

  ესკადრა UUVRON 1 ჯერჯერობით სტანდარტულ დავალებებს შეასრულებს, როგორიცაა დაზვერვა, დაცვა, დანაღმვა და განნაღმვა, სამხედრო ხომალდების მხარდაჭერა და სხვა. წყალქვეშა რობოტების ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. ასევე უცნობია აპარატების კონსტრუქციები. ეს იმითაა გამოწვეული, რომ 2020 წლისათვის აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტი უპილოტოების საბრძოლო მანქანებად გარდაქმნას აპირებს.

 წყალქვეშა უპილოტო აპარატების ესკადრა UUVRON 1-ის მეთაურად სკოტ სმიტი დაინიშნა. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ახალი ტექნოლოგიებისა და ბრძოლის ახალი მეთოდების დასანერგავად 600 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს.