მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელი ჯარისკაცები „მესამე ხელს“ მიიღებენ

ამერიკელი ჯარისკაცები „მესამე ხელს“ მიიღებენ

აშშ-ს არმიის კვლევითი ლაბორატორია (US ARL) დამხმარე ხელსაწყოზე მუშაობს, რომელმაც ავტომატური იარაღის მუდმივი ტარება უფრო ადვილი უნდა გახადოს.

ავტომატური კარაბინები საკმაოდ დიდი წონისანი არიან. მაგალითად პოპულარული ამერიკული ავტომატი М4, რომელიც არმიისა და სპეცდანაყოფების შეიარაღებაშია, 3,4 კილოგრამს იწონის. ეს იმ დამხმარე  მოწყობილობების გარეშე, როგორიცაა ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, ლაზერის სამიზნე, ოპტიკური სამიზნე, ფანარი და სხვა.

 საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საბრძოლო ამოცანის გადაწყვეტის დროს, იარაღის მუდმივ მზადყოფნაში ჭერისას, ყველაზე გამძლე ჯარისკაცებსაც კი ეღლებათ ხელი. ამას გარდა ოპერაციის შესრულებისას ხშირად არის საჭირო იარაღის გადადება, რათა ხელი გამონთავისუფლდეს. ამ დროს ავტომატის მხარზე გადაკიდება მთლად მიზანშეწონილი არაა. ამიტომაც US ARL-ის სპეციალისტებმა მოიფიქრეს ხელსაწყო, რომელიც რაღაცით ეკზოჩონჩხს ჩამოჰგავს.

 „მესამე ხელი“ ჯარისკაცის წელზე მაგრდება. იგი სახსრებიან კრონშტეინს წარმოადგენს, რომელზეც კარაბინი ანდა შაშხანა მაგრდება. ამგვარი ხელსაწყო ჯარისკაცს არა მხოლოდ იარაღის დაჭერაში დაეხმარება, არამედ სროლის სიზუსტესაც გაზრდის და შეიძლება ორივე ხელი მთლიანად გამოანთავისუფლოს. ნახშირბადპლასტიკის გამოყენების გამო კონსტრუქცია 1,4 კილოგრამს იწონის და ამუნიციის სხვა სახეობებთან შედარებით თითქმის არ შეიგრძნობა.

 კრონშტეინი იმგვარად არის მოწყობილი, რომ იგი სროლისას უკუცემასაც ამცირებს და სროლის სიზუსტეს ზრდის. მას 9 კილოგრამამდე წონის იარაღის დაჭერა შეუძლია. იგი ჯერჯერობით  5,56 მმ კალიბრის M4 კარაბინზე არის გათვლილი. მოგვიანებით მის ადაპტირებას 7,62 მმ კალიბრის M240 და 5,56 მმ კალიბრის M249 ტყვიამფრქვევებისათვისაც მოახდენენ.