მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელი ქვეითების ახალი მუზარადი (+ვიდეო)

ამერიკელი ქვეითების ახალი მუზარადი (+ვიდეო)

აშშ-ს არმია ქვეითების ახალ მუზარადს ტესტავს. იგი მთლიანად იცავს თავს, მათ შორის ყბებს და სახეს.

მუზარადი თითქოს „ვარსკვლავური დესანტის“ კადრებიდან გადმოვიდა. იგი ჯარისკაცის თავის სრულ ბალისტიკურ დაცვას ანხორციელებს. მუზარადის არმიაში მიწოდება მომავალი წლიდან დაიწყება. ამ ახალ სისტემას IHPS (Integrated Head Protection System — თავის დაცვის ინტეგრირებული სისტემა)  ჰქვია.

 სისტემა აშშ-ს არმიის ისტორიაში პირველად იცავს თავს მთლიანად. თავის ქალას დაცვის გარდა, IHPS მოიცავს ყბების დაცვას, ვიზორს და ღამის ხედვის სათვალეს. მასში ბლაგვი საგნის დარტყმისგან დაცვაც გაძლიერებულია. ამასთან იგი თანამედროვე მუზარადებზე მთელი 5%-ით უფრო მსუბუქია. იგი სმენის პასიურ დაცვასაც ანხორციელებს და თავის ტრავმის მიღებისას სისხლის შეჩერებაც შეუძლია.

  ახალი მუზარადი ეს  ქვეითის დაცვის ახალი სისტემის ნაწილია, რომელიც იცავს თვალებს, თავს, ტორსს და თეძოს უბანს. ამ მომენტისათვის აშშ-ს არმიამ  7000 ამგვარი მუზარადი შეუკვეთა, რომელსაც 2018 წლისათვის მიიღებენ.