მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკელმა ინჟინრებმა მოდელის ძრავისა და საკრედიტო ბარათის დახმარებით რაკეტა ააგეს

ამერიკელმა ინჟინრებმა მოდელის ძრავისა და საკრედიტო ბარათის დახმარებით რაკეტა ააგეს

აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის ინჟინრებმა სამხედრო საჰაერო ცენტრ Warfare Center Weapons Division-ში ააგეს და გამოსცადეს ახალი რაკეტის პროტოტიპი Rapjet-ი.  ისინი არა მხოლოდ ჩაეტივნენ ექვს თვიან ვადაში, არამედ რაკეტა საკრედიტო ბარათით ნაყიდი იაფფასიანი მოწყობილობის მეშვეობით გამოსცადეს კიდევაც.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგია, რომელსაც სპეციალისტები ავითარებენ, ეს პირდაპირი მოქმედების  საჰაერო ძრავაა. მისი პირველი მოდელი ჯერ კიდევ 90 წლის წინათ შეიქმნა. იგი რაკეტის წინსვლას იმისათვის იყენებს, რათა შემხვედრი ჰაერი ძრავაში მოხვდეს, შეერიოს საწვავს, დაიწვას და რაკეტამ ფრენა განაგრძოს.

თეორიულად ეს ძალიან მარტივი ტექნოლოგიაა, ვიდრე კომპრესორიანი ძრავის გამოყენება, რომელშიც ჰაერს წვის კამერაში კომპრესორი ჭირხვნის. ამგვარი მარტივი ძრავით აღჭურვილ რაკეტებს 6 მახის (7160 კმ/სთ) სიჩქარით ფრენა შეუძლია. დიდი სიჩქარის  გარდა იგი იმავე რაოდენობის საწვავით სამჯერ მეტი მანძილის გავლის საშუალებას იძლევა. შედეგად ვიღებთ რაკეტას, რომელიც უფრო მეტ მანძილს უფრო მეტი სიჩქარით გადის.

 ამ სისტემის თვალსაჩინო ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ რაკეტებსა და თვითმფრინავებს სრული უძრაობიდან აფრენა არ შეუძლიათ - ჰაერი საკმარისი არაა ძრავის სრული სიმძლავრით ამუშავებისათვის. ამიტომაც რაკეტა-მატარებლების დახმარება ხდება საჭირო, რომელიც ობიექტს ძრავის ასამუშავებლად საჭირო სიჩქარეს ანიჭებს.

მაგრამ სად ავიღოთ ამგვარი რაკეტა? მეტ უოლკერმა  (Matt Walker), NAWCWD-ის ქვედანაყოფ Airbreathing Propulsion-ის ხელმძღვანელმა ხრიკი იხმარა. რაკეტა-მატარებლის შესაქმნელად, რომელსაც დიდი ხარჯები და დრო  სჭირდებოდა რაკეტის მოდელის 900 დოლარად ღირებული ძრავა გამოიყენა. მან დეტალები საკრედიტო ბარათით შეიძინა. ამით ქარხანაში რაკეტა-მატარებლის შეკვეთის და დამზადებისათვის ბიუროკრატიულ მახეებს თავი დააღწია და დრო დაზოგა. ამას გარდა, იაფმა ხარჯებმა ტესტირების რაოდენობის გაზრდის საშუალებაც მისცა.

შედეგად უკვე მესამე გაშვებისას რაკეტის სამუშაო პროტოტიპმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. ამჟამად გუნდი რაკეტის გაუმჯობესებაზე მუშაობს. რაკეტა-მატარებელი სიჩქარის აკრეფის შემდეგ, როგორც წესი საჭირო აღარ იყო და იგი შორდებოდა ძირითად რაკეტას. ინჟინრებს კი მისი ძირითად რაკეტასთან გაერთიანება და ერთი წვის კამერით ერთიან სისტემაში მოქცევა სურთ. უოლკერი იმედოვნებს, რომ 3-4 წლის შემდეგ რაკეტის სამუშაო მოდელი უკვე მზად იქნება და მისი სერიული წარმოება მოხდება.