მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკის დაზვერვამ მზვერავი თანამგზავრი გაუშვა

ამერიკის დაზვერვამ მზვერავი თანამგზავრი გაუშვა

 ამერიკულმა კომპანია United Launch Alliance-მა რაკეტა-მატარებელ Atlas V-ის მეშვეობით დედამიწის ორბიტაზე საიდუმლო თანამგზავრი NROL-42-ი გაუშვა, რომელიც აშშ-ს სამხედრო-კოსმოსური დაზვერვის ეროვნულ სამმართველოს ეკუთვნის.

რაკეტა-მატარებელმა Atlas V-მა საიდუმლო თანამგზავრთან ერთად სტარტი კალიფორნიაში, ვანდენბერგის კოსმოდრომიდან აიღო. საიდუმლო თანამგზავრის გაშვება 22 სექტემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ქარიშხალ „ირმას“ მოახლოების გამო მისი გაშვება მცირე ხნით გადაიდო.

ინფორმაცია თანამგზავრის შიგთავსის შესახებ მკაცრად გასაიდუმლოებულია. მხოლოდ იმის შესახებ იტყობინებიან, რომ  NROL-42 „აშშ-ს ეროვნული ინტერესების პოტენციური საფრთხეების დროული აღმოჩენის მიზნებს ემსახურება“. დაუზუსტებელი ინფორმაციით თანამგზავრი მთელი რიგი ხელსაწყოებით არის აღჭურვილი, მათ შორის HEO-4-ით, რომელსაც ინფრაწითელი გადამწოდები აქვს.

 იგი კოსმოსური თვალთვალის სისტემას წარმოადგენს, რომელსაც დედამიწის ჩრდილო ნახევარსფეროში ნებისმიერი რაკეტის გაშვების დაფიქსირება შეუძლია. მზვერავი თანამგზავრი პლანეტის ელიფსურ ორბიტაზე წარმატებით გაუშვეს. იგი აშშ-ს სამხედრო-კოსმოსური დაზვერვის ეროვნული სამმართველოსათვის რიგით 25-ეა. წინ აგაშვენა (NROL-79) 1 მარტს განხორციელდა.