მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკულ წყალქვეშა ნავებს ქალებისათვის გადააკეთებენ

ამერიკულ წყალქვეშა ნავებს ქალებისათვის გადააკეთებენ

ამერიკული კომპანია Electric Boat-მა „ვირჯინიას“ კლასის ატომური  წყალქვეშა ნავების ქალი მეზღვაურებისათვის გადაკეთება დაიწყო. შეიცვლება ხომალდის შიდა განლაგება და მართვის ორგანოები. პირველი ხომალდი „უნისექსი“ სამხედროების მიერ შეკვეთილი, მაგრამ ჯერ კიდევ დაუსრულებელი რაკეტმზიდი გახდება, რომლის ფლოტისათვის გადაცემა 2021 წლისათვის არის გათვალისწინებული.

აქამდე ამერიკულ წყალქვეშა ნავებს მამაკაცებზე გათვლით აპროექტებდნენ. შესაბამისად საშხაპეები, გალიუნები და საცხოვრებელი ნაკვეთურები მხოლოდ ერთსქესიანი მომხმარებლებისათვის იყო გათვალისწინებული. ამას გარდა ზოგი დანადგარის მართვას საკმაოდ დიდი ფიზიკური ძალა სჭირდება.

 ასე რომ ცალკე გალიუნების, საშხაპეებისა და საცხოვრებელი ნაკვეთურების მოწყობის გარდა Electric Boat-სი ხომალდის მართვის ორგანოებით მანიპულირებისათვის საჭირო ძალასაც შეამცირებს. მქნევარები,  საინფორმაციო დაფები და დისპლეები უფრო დაბლა იქნება განლაგებულნი. ამას გარდა სამიარუსიან საწოლებზე კიბეებს მიამაგრებენ, რათა ქალები მოხერხებულად ავიდნენ ზემოთა საწოლებზე.

აშშ-ს წყალქვეშა ნავებზე ქალების სამსახური 2010 წლიდან დაუშვეს. ახლა ამერიკული წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებში 80 ქალი ოფიცერი და 50 ქალი მეზღვაურია. სარდლობის შეფასებით მალე მათი რიცხვი ასეულს გადაამეტებს

„ვირჯინიას“ ტიპის  მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავები მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავებთან საბრძოლველად არიან განკუთვნილნი. ტორპედოებისა და „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გარდა “ვირჯინიებს სპეცოპერაციებისათვის განკუთვნილი დანადგარებიც გააჩნიათ: შლუზები მყვინთავების, კორპუსზე კონტეინერების ანდა მცირე ზომის წყალქვეშა ნავების სამაგრი, ღრმა წყლის მყვინთავი რობოტები და სხვა.