მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკულმა ბომბდამშენმა ერთი ძრავი დაკარგა

ამერიკულმა ბომბდამშენმა ერთი ძრავი დაკარგა

სავარჯიშო ფრენის დროს ამერიკულმ სტრატეგიულ ბომბდამშენ B-52-ს  ერთი ძრავი მოსძვრა.

ამერიკული მრავალქფუნქციური საკონტინენტთაშორისო სტრატეგიული ბომბდამშენი Boeing B-52 Stratofortress აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების შეიარაღებაზე 1955 წლიდან დგას. მას სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ტარება შეუძლია, მათ შორის ბირთვულის. იგი 15 კილომეტრ სიმაღლეზე დაფრინავს, ხოლო მოდიფიკაცია B-52G სამხედრო თვითმფრინავებში ფრენის სიშორის მიხედვით აბსოლუტური რეკორდსმენია.

B-52 ცივი ომის დროს შეიქმნა და მისი მიზანი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილამდე თერმობირთვული ბომბების მიტანა იყო. იგი ჯერაც ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების შორეული ავიაციის ძირითად თვითმფრინავს წარმოადგენს და ასეთად დარჩება 2040 წლამდე, სანამ მას უახლესი ბომბდამშენი B-21 არ შეცვლის.

ინციდენტი ჩრდილო დაკოტაში აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა „მინოტიდან“ გამოფრენის შემდეგ მოხდა. 5 წევრიანი ეკიპაჟის მტკიცებით ბომბდამშენის  რვიდან ერთ-ერთი ტურბორეაქტიული ძრავი Pratt & Whitney TF33-P-3/103, სავარჯიშო ფრენისას ჯერაც დაუდგენელი მიზეზების გამო მოწყდა. სამხედროებმა ვერტმფრენი გაუშვეს ძრავის ნამსხვრევების მოსაძებნად. ისინი ბაზიდან 46 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. იარაღი ბომბდამშენის ბორტზე არ იყო.