მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკულმა ჯავშნოსანმა რალიში ბედი სცადა (+ვიდეო)

ამერიკულმა ჯავშნოსანმა რალიში ბედი სცადა (+ვიდეო)

როგორც ცნობილია 2016 წლისათვის ამერიკული ჯავშნიანი ავტომობილი Oshkosh L-ATV ამერიკული არმიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა. ტენდერით უკვე საკმაოდ მოძველებული HMMWV-ის შემცვლელი უნდა მოეძებნათ.  ბევრისთვის უცნობია, რომ კომპანია Oshkosh-მა,რომელიც მძიმე სამხედრო ტექნიკაზე სპეციალიზდება, 2010 წლისათვის  ჯავშნოსანის სამოქალაქო ვერსია მოამზადა, რომელმაც რალი-რეიდ Tecate SCORE Baja 1000-ში მიიღო მონაწილეობა. ეს რალი-რეიდი ყველაზე ექსტრემალური პირობებით არის ცნობილი.

 2010 წელს კონცეპტს ჯერ კიდევ Oshkosh LСV (Light Concept Vehicle - მსუბუქი ავტომობილი-კონცეპტი) და არაL-ATV (Light All-Terrain Vehicle - მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილი) ეწოდებოდა.  რალი-რეიდისათვის ავტომობილი სპეციალურად შეამსუბუქეს, ვინაიდან ჯავშნითა და სრული სამხედრო აღჭურვილობით გამარჯვება სათუო იქნებოდა. სიმართლე რომ ითქვას, კომპანიას ამ რალის მოგება არც უფიქრია. ვინაიდან მათ არავითარი სარბოლო პროგრამა არ გააჩნდა და ამ საქმის პროფესიონალებთან - Nissan-თან ანდა Toyota-სთან - კონკურენცია - უბრალოდ არ შეეძლოთ. Oshkosh LСV მრავალი წლის მანძილზე  კომპანიის ერთადერთი „სამოქალაქო“ ავტომობილი იყო (1980 წლებამდე კომპანია სამოქალაქო სატვირთოებსაც უშვებდა).

 1000 მილიან რბოლაში კომპანიის ორმა ავტომობილმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ყველაზე მძიმეები აღმოჩნდნენ. ამის მიუხედავად ერთი მათგანი ფინიშზე გამარჯვებულს მხოლოდ 6,5 საათით ჩამორჩა. რაც მთავარია ძირითადი მიზანი შესრულდა - ჰიბრიდული სისტემა ProPulse (ძრავას მოქმედებაში მოჰყავს გენერატორი, იგი კი ენერგიას ბორბლებს გადასცემს) წარმატებით გამოიცადა.