მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკულმა რელსოტრონმა მიჯრით პირველად გაისროლა (+ვიდეო)

ამერიკულმა რელსოტრონმა მიჯრით პირველად გაისროლა (+ვიდეო)

ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც რელსოტრონის მიჯრით სროლაა აღწერილი, მოწყობილობა ელექტრომაგნიტური ამაჩქარებლის პრინციპით მოქმედებს და დენგამტარ ჭურვებს, მაღალი კინეტიკური ენერგიის ტყორცნის. მართალია მიჯრით სროლა ხანმოკლე აღმოჩნდა - სულ ორი გასროლა განხორციელდა, რომელთა შორის ორ ათეულამდე წამი გავიდა.

და მაინც ამგვარი სროლა რელსოტრონისათვის მიღწევად ითვლება, თუმცა ტრადიციულ საარტილერიო დანადგარებამდე კიდევ ბევრი უკლია.

როგორც ამტკიცებენ ვიდეორგოლი, რომელიც რელსოტრონის შესაძლებლობებს წარმოგვიჩენს, ინტერნეტში აშშ-ს სამხედროსაზღვაო ფლოტის და სამეცნიერ-კვლევითმა ლაბორატორიამ განათავსა. სულ ვიდეოზე ორი გასროლაა ნაჩვენები და მათ შორის ინტერვალი 24 წამს შეადგენს. იმავდროულად 127 მმ-იანი სახომალდე საარტილერიო დანადგარი Mark 45 წუთში 20 გასროლას ანხორციელებს.

 სროლის დაბალი სისწრაფის მიუხედავად რელსოტრონს თავისი უპირატესობებიც  გააჩნია. მას უკვე ახლა შეუძლია ჭურვები 200 კილომეტრის მანძილზე 2000 მეტრი/წამში სიჩქარით გაისროლოს. იგივე Mark 45 კი მაქსიმუმ 23 კილომეტრზე ისვრის. ამას გარდა ჩვეულებრივი საარტილერიო ჭურვის საწყისი სიჩქარე 600-800 მეტრს/წამში არ აღემატება.