მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა „ჯოჯოხეთის ცეცხლი“ ამოუშვა (+ვიდეო)

ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა „ჯოჯოხეთის ცეცხლი“ ამოუშვა (+ვიდეო)

აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებმა Hellfire რაკეტების გასაშვები SSMM მოდული გამოსცადა . იგი სანაპირო ზონის დაცვის ხომალდ USS Detroit-ზე (LCS-7) იყო დამონტაჟებული.

 სარაკეტო მოდული SSMM (Surface to Surface Missile Module) 24 თვითდამიზნებად რაკეტა AGM-114L-8A Longbow Hellfire-ს შეიცავს. ეს რაკეტები, სახელად „ჯოჯოხეთის ცეცხლი“ ვერტიკალურად ეშვება. მას მილიმეტრული დიაპაზონის რადარიანი თვითდამიზნების სისტემა გააჩნია. იგი ავტომატურად არჩევს მიზანს და მისკენ რაკეტას მიმართავს.

 AGM-114L-8A Longbow Hellfire სიგრძეში 1,76 მეტრია და 49 კილოგრამს იწონის. მისი ფრენის მაქსიმალური სიშორე 8 კილომეტრია. გამოცდა აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ატლანტიკური ფლოტის მთავარ სამხედრო საზღვაო ბაზ „ნორფოლკზე“ შედგა, რომელიც ვირჯინიის შტატში მდებარეობს. სარაკეტო მოდული SSMM სანაპირო ზონის Freedom-ის ტიპის საბრძოლო ხომალდ USS Detroit-ზე (LCS-7) დააყენეს.

 აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალებმა სწავლების დროს ხომალდის ბორტიდან ვერტიკალური გაშვების ხომალდსაწინააღმდეგო  რაკეტა Longbow Hellfire წარმატებით გაუშვეს. ამერიკელი სამხედროების ვარაუდით  AGM-114L-8A რაკეტებით აღჭურვილი SSMM მოდულები ლითორალური სამხედრო ხომალდების საბრძოლო პოტენციალს საგრძნობლად გაზრდიან. გასულ წელს რაკეტები Longbow Hellfire  წარმატებით  გაუშვეს ხომალდ Relentless-იდან.