მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკულმა ყველაზე საიდუმლო წყალქვეშა ნავმა მეკობრეების ალამი აღმართა (+ვიდეო)

ამერიკულმა ყველაზე საიდუმლო წყალქვეშა ნავმა მეკობრეების ალამი აღმართა (+ვიდეო)

 საიდუმლო წყალქვეშა ნავი USS Jimmy Carter-ი ნავსადგურში  მეკობრეების დროშის „მხიარულ როჯერ“-ით აღმართული დაბრუნდა, რაც სავარაუდოთ იმას ნიშნავდა, რომ მან მისია წარმატებით შეასრულა. მაგრამ წყალქვეშა ნავის მოღვაწეობის ნებისმიერი დეტალი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

USS Jimmy Carter, იგივე SSN-23 - მესამე და ბოლო ამერიკული წყალქვეშა ნავია, რომელიც Seawolf-ის პროექტის მიხედვით აიგო. წყალქვეშა ნავი აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში 2005 წლის 19 თებერვალს მიიღეს. იგიკონექტიკუტის შტატის ქალაქ გროტონის გემსაშენში ააგეს. „ჯიმი კარტერი“ წინა ორი სისტერშიფისგან საგრძნობლად განსხვავდება - მას 30 მეტრიანი სექცია აქვს ჩამატებული, რომელიც სხვადასხვა გამოცდებისათვის გამოიყენება.

 სექცია სახელად Multi Mission Platformეწოდება.იგი იმითაა უნიკალური, რომ მასში დამატებითი სივრცეა კრიტიკულად საჭირო ობიექტებისათვის. მათ რანგში შეიძლება განვიხილოთ უპილოტო წყალქვეშა აპარატები, დისტანცირად მართვადი სატრანსპორტო საშუალებები და პილოტირებად წყალქვეშა აპარატები.

 იმის თქმა თუ კონკრეტულად რა ამოცანებს ასრულებდა „ჯიმი კარტერი“ ,შეუძლებელია - წყალქვეშა ნავის ყველა ოპერაცია გასაიდუმლოებულია და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს იურისდიქციას განეკუთვნება. USS Jimmy Carter-მა  წყალქვეშა ნავი USS Parche შეცვალა, რომელიც 1979 წელს იმით გახდა ცნობილი, რომ ოხოტის ზღვაშისაბჭოთა სამხედროწყალქვეშა სპილენძის კაბელს მიუერთდა. ზოგი მონაცემებით ახლანდელ წყალქვეშა ნავს ყველაფერთან ერთად წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებზე მიერთება შეუძლია.