მნიშვნელოვანი სიახლეები
ამფიბია-ჯავშნოსანი პლანეტის ნებისმიერ წერტილს მიაღწევს (+ვიდეო)

ამფიბია-ჯავშნოსანი პლანეტის ნებისმიერ წერტილს მიაღწევს (+ვიდეო)

ბრიტანულმა თავდაცვითმა კომპანიაBAE Systems-მა აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსს ახალი ბორბლებიანი ამფიბია-ჯავშნოსანიACV 1.1 გამოსაცდელად გადასცა.

 ჯავშნოსან ACV 1.1-ს 700 ცხენისძალიანი ძრავა უყენია. მას ბრიტანელები ისეთ სატრანსპორტო საშუალებას ეძახიან, რომელიც საზღვაო ქვეითებს წყლისა და ხმელეთის ნებისმიერ წერტილში მიიყვანს. სრულამძრავიან ამფიბია 8 х 8 ფორმულით არის აგებული და სატვირთო ავტომობილების იტალიური მწარმოებლის Iveco-ს სამხედრო ტექნიკისათვის განკუთვნილ სპეციალურ პლატფორმაზე არის მორგებული, ხოლო ძალოვანი დანადგარი კომპანია Fiat-ს ეკუთვნის.

 ACV 1.1-ს ტყვიისა და ჭურვებისგან  გაძლიერებული დაცვა გააჩნია. მას ხმელეთზე და წყალზე მაღალი მობილურობა ახასიათებს. მისი წყალში ჩაშვება ხომალდიდანაც შეიძლება. ჯავშნოსნის ეკიპაჟი სამი ადამიანისგან შედგება. მას კიდევ 13 საზღვაოი ქვეითის გადაყვანა შეუძლია. სატრანსპორტო საშუალების სხვა პარამეტრებს საიდუმლოდ ინახავენ. აშშ-ს საზღვაო ქვეითებმა გამოსაცდელად 16 პროტოტიპი მიიღეს.

ყველა ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში, არადა ამაში BAE Systems ეჭვი არ ეპარება, ბრიტანელები ამერიკული საზღვაო ქვეითების კორპუსისათვის ახალი სატრანსპორტო საშუალების მიწოდებას მაშინადვე დაიწყებს.