მნიშვნელოვანი სიახლეები
An-22-ის მალიში გრუნტზე დაჯდომა ვიდეოზე გადაიღეს (+ვიდეო)

An-22-ის მალიში გრუნტზე დაჯდომა ვიდეოზე გადაიღეს (+ვიდეო)

ქსელში მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავ An-22A „ანტეის“ პირდაპირ გრუნტზე დაჯდომის უნიკალური ვიდეო გაჩნდა.

როგორც ვიდეო კომენტარებიდან ჩანს, მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით UR-09307, ავიაკომპანია „ანტონოვის ავიახაზებს“ ეკუთვნის და მალიში გრუნტზე ჯდება.

იმისათვის, რომ მომხდარის მთელი რისკი გაითავისოთ, შეგახსენებთ: An-22A - მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურბოხრახნიანი თვითმფრინავია. იგი დიდ მანძილზე დიდ გაბარიტიანი და მძიმე სამხედრო ტექნიკის გადასატანად და პარაშუტისტების დესანტირებისათვის არის განკუთვნილი.

მისი ასაფრენი მასა 250 ტონაა, სასარგებლო ტვირთის მასა კი 80 ტონას აღწევს. დასაჯდომად ამ გიგანტს კილომეტრზე მეტი სიგრძის ბილიკი სჭირდება.