მნიშვნელოვანი სიახლეები
ანაპის ახლოს ნატოს უპილოტო აღმოაჩინეს

ანაპის ახლოს ნატოს უპილოტო აღმოაჩინეს

ოპერატიულმა სამსახურებმა შავ ზღვაში ანაპის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს.

აპარატი რეაქტიული უპილოტო მიზანი Do-DT 25 აღმოჩნდა, რომელსაც ნატოში სამხედრო სწავლებების დროს იყენებენ. აპარატი 90-იანი წლების ბოლოს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით კომპანია Dornier GmbН-მ შექმნა. Do-DT 25-ის შექმნაში შტუტჰარტის უნივერსიტეტის მეცნიერებიც იღებდნენ მონაწილეობას.

 აპარატის სერიული წარმოება  2002  წელს დაიწყეს. უპილოტოს ბევრი მოდიფიკაცია გააჩნია. მას ათზე მეტ ქვეყანას აწვდიან და ნატოს წვრთნებში მასობრივად მონაწილეობს.

Do-DT 25 აპარატის ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიაა. მას ორი მინიატურული ტურბორეაქტიული ძრავი გააჩნია.მისი სასტარტო მასა 150 კილოგრამია, სიჩქარე კი 540 კმ/სთ. მისი რადიოთი მართვა 100 კილომეტრ მანძილზე შეიძლება. გაშვება პნევმატული კატაპულტის მეშვეობით ხდება. აპარატი თუ გადარჩა - პარაშუტით ეშვება.

 სავარაუდოთ ანაპის მახლობლად აღმოჩენილი აპარატი 2016 წლის ივნისში, ნატოს სამხედრო-საზღვაო  წვრთნების  Sea Breeze  დროს წყალში  ჩავარდა  და ტალღებმა ანაპასთან გამორიყა.