მნიშვნელოვანი სიახლეები
არაბი სამხედროები სავერტმფრენო შენაერთის შექმნას აპირებენ

არაბი სამხედროები სავერტმფრენო შენაერთის შექმნას აპირებენ

საუდის არაბეთის ეროვნული გვარდია სავერტმფრენო შენაერთის შექმნას გეგმავს. ამისათვის აპირებენ კომპანია Boeing-ის წარმოების ვერტმფრენებს „აპაჩს“, „ბლექ ჰოკს“ და  AH-6i-ს შეიძენენ.

ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ არაბეთის ეროვნულ გვარდიას არც ერთი ვერტმფრენი არ ჰყავდა. ახლა მათ 36 ცალი შეიძინეს და კიდევ 120-ის შეძენას გეგმავენ. მფრინავების გარდა არაბი სამხედროები მომსახურე პერსონალსაც ამზადებენ: მეხანძრეებს, გამწყობებს, ტექნიკოსებს და  სხვა სპეციალისტებს. უახლოეს მომავალში სრულფასოვანი სამხედრო შენაერთი წარმოიქმნება.

ვერტმფრენების შესყიდვის თაობაზე მხარეებმა ახლახანს აბუ-დაბიში გამართულ შეიარაღების საერთაშორისო გამოფენაზე მოილაპარაკეს. სადღეისოდ ქვედანაყოფს 12 ერთეული AH-64E და 24 ერთეული UH-60M ჰყავს. კიდევ 12 ერთეული AH-6i ამა წლის მაისში მიეწოდებათ.

სავერტმფრენო ქვედანაყოფი საუდის არაბეთის არმიის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში იქმნება. ეს პროგრამა 2030 წლისათვის უნდა დასრულდეს.