მნიშვნელოვანი სიახლეები
არანიუტონური სითხისგან ჯავშანჟილეტებს დაამზადებენ (+ვიდეო)

არანიუტონური სითხისგან ჯავშანჟილეტებს დაამზადებენ (+ვიდეო)

ბრიტანულმა თავდაცვითმ აკომპანია BAE Systems-მა და კანადურმაHelios Global Technologies-მა თხევადი შემავსებლიდან ერთობლივად თხელი და მსუბუქი ჯავშანჟილეტი დაამზადეს.

პრინციპულად ახალი სახეობის ჯავშანჟილეტების დამზადება, რომლებიც უფრო მსუბუქი და საიმედოები იქნებიან, საკმაოდ პერსპექტიული მიმართულებაა. ამიტომაც ბრიტანელებმა კანადელებთან კოოპერირება გადაწყვიტეს. მათ კომბინირებული კონსტრუქციის ჯავშანჟილეტი შექმნეს, რომელშიც მთავარი ელემენტი არანიუტონური სითხე  იქნება. იგი ჩვეულებრივ მდგომარეობაში სითხის თვისებებს ინარჩუნებს, მაგრამ მასზე მყისიერი ზემოქმედებისას მყარდება.

 ცდებმა აჩვენა, რომ მხოლოდ არანიუტონური სითხის გამოყენებას შედეგი არ მოაქვს. ამიტომაც ჯავშანჟილეტი კევლარის ბოჭკოთიც გაამაგრეს. იგი აძლიერებს კონსტრუქციას და დარტყმის ენერგიას მეტ ფართზე ანაწილებს. ყველაფერთან ერთად „თხევადი ჯავშანჟილეტი“ ჩვეულებრივთან შედარებით 45%-ით უფრო თხელი იქნება.