მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ 400 ბალისტიკურ რაკეტას ააგებს (+ვიდეო)

აშშ 400 ბალისტიკურ რაკეტას ააგებს (+ვიდეო)

აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალები შეიარაღებაზე ახალი თაობის  400 ბალიტიკური რაკეტისმიღებას აპირებს. მათი განცხადებით ეს საჭიროა გრძელვადიან პერიოდში - 2070 წლამდე ბირთვული დარტყმებისგან ამერიკის ტერიტორიის დასაცავად.

სამხედროები სამი  რაკეტმშენებელი კონცერნის წინადადებებს განიხილავენ:  Boeing-ის, Lockheed-ისდა Northrop-ის. ტენდერის მომგებს აშშ-ს ტერიტორიაზე განთავსებული ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია მოძველებული რაკეტა LGM 30 Minuteman III-ის მაგივრად ახალი რაკეტის შექმნა მოუწევს.

 2044 წლამდე აშშ „ბირთვული შეკავების კონცეფციის“ სარეალიზაციოდ 62 მილიარდის დახარჯვას აპირებს. აქედან 14 მილიარდი სამეთაურო და გასაშვები სისტემების მოდერნიზაციაზე, ხოლო 48,5 მილიარდი დოლარი ახალი ბირთვული ქობინების და მათი მიტანის საშუალებების დამზადებაზე დაიხარჯება.

სადღეისოდ აშშ-ს სახმელეთო ბირთვულ ძალებს 450 ბალისტიკური რაკეტა Minuteman III გააჩნია, რომელიც მალმსტრომის (მონტანა), მინოტის (ჩრდილო დაკოტა) და ფრენსის უორენის სახელობის (ვაიომინგი) საავიაციო ბაზებზე შახტებშია განთავსებული.