მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ ახალ თერმობირთვულ ბომბს გამოსცდის (+ვიდეო)

აშშ ახალ თერმობირთვულ ბომბს გამოსცდის (+ვიდეო)

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო 2017 წლის მარტში ახალი თერმობირთვული ბომბის B61-12-ის კვალიფიციურ გამოცდას დაიწყებს. ტესტების შედეგად გაფართოვდება იმ თვითმფრინავების რიცხვი რომელსაც ამ საბრძოლო მასალის გამოყენება შეეძლება. ახალი იარაღის მცირე სერიული წარმოება 2018 წლიდან დაიწყება.

В61 - ამერიკული არმიის ძირითადი ბირთვული ავიაბომბაა. იგი 1961 წელს შეიქმნა და უკვე შვიდი წლის შემდეგ შეიარაღებაზე მიიღეს. საბრძოლო მასალა, რომლის გამოცდა  მარტში დაიწყება, მე-12 ყველაზე რევოლუციურ რეფორმას განიცდის. 3,5 მეტრიან ბომბას პარაშუტი აღარ აქვს, სანაცვლოდ მას კუდის სამართავი საჭეები დაუყენეს. პენტაგონის აზრით ამან საგრძნობლად უნდა გააუმჯობესოს საბრძოლო მასალის სიზუსტე. კორექტირებად ბომბას 50 კილოტონის სიმძლავრის მუხტი გააჩნია.

პირველად ახალი ავიაბომბის მასოგაბარიტული მაკეტით გამოცდას გამანადგურებელი F-16 Fighting Falcon-ი ჩაატარებს. შემდეგ В61-ის ტაქტიკურ ვარიანტს  გამანადგურებლები F-15E Strike Eagle და F-35A Lightning-ი გაგრძელებენ. ბოლოს კი ავიაბომბის სტრატეგიულ ვარიანტს ბომბდამშენი В2 Spirit-ი გამოცდის.

ახალი ბირთვული ავიაბომბების განლაგებას ევროპაში აპირებენ - მათთვის  ნატოს საჰაერო ძალების F-16 გამანადგურებლებიდა Panavia Tornado IDS-ია ბომბდამშენებია გამზადებული. აშშ-ს არსენალში B61-12 წინა მოდიფიკაციის В61-ს და ავიაბომბ В83-ებს შეცვლის. პროექტის დასრულება 2024 წლისათვის არის გათვალისწინებული და მასზე 8,4 მილიარდი დოლარი დაიხარჯება.