მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ ახალი ტიპის ბირთვულ იარაღს ქმნის

აშშ ახალი ტიპის ბირთვულ იარაღს ქმნის

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეიარაღებაზე ახალი ტიპის ბირთვული იარაღის მიღების შესაძლებლობებს განიხილავს. ეს იქნება მცირე სიმძლავრის მინიატურული მოწყობილობა რომელიც სამხედროებს შესაძლო მოწინააღმდეგის შეჩერების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. მაგრამ სპეციალისტები შიშობენ, რომ ეს ფაქტი გამალებული შეიარაღების რბოლას ახალ ბიძგს მისცემს და ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობებს გაზრდის.

ახალი იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს არ ამჟღავნებენ, ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი კომპაქტული და წარმოებაში იაფი იქნება. მისგან მიყენებული დაზიანებები შედარებით მინიმალური იქნება და გამოყენების ადგილას მისი მიტანა შესაძლებელი იქნება რაკეტებით, თვითმფრინავებით და სპეცდანიშნულების ნაწილებით.

 აშშ-ს კონგრესში შიშობენ, რომ ახალი ბირთვული იარაღის შექმნა ბირთვულ გამოცდებზე 25 წლიანი მორატორიუმის დარღვევას გამოიწვევს. ამიტომაც ადმინისტრაციის ამ სიახლეს მწვავე დებატები შეიძლება მოჰყვეს.

სადღეისოთ აშშ-ს ბირთვული არსენალი  სხვადასხვა სიმძლავრის, თავისუფლად ვარდნადი და კორექტირებადი  B61 საავიაციო ბომბებისგან შედგება. თერმობირთვული ქობინები ასევე ბალისტიკურ რაკეტა Minuteman III-ზეც აყენია, რომლებითაც წყალქვეშა ნავები Trident II არის შეიარაღებული.