მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-მ ავღანეთში „ყველა ბომბების დედა“ ჩამოაგდო

აშშ-მ ავღანეთში „ყველა ბომბების დედა“ ჩამოაგდო

აშშ-მ თავის არსენალში მყოფი ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი ავღანეთში ისლამისტების პოზიციაზე ჩამოაგდო. ამის შესახებ პენტაგონი აცხადებს.

 ბომბა GBU-43 სიგრძეში ცხრა მეტრს შეიადგენს და მისი წონა 10 ტონას აღწევს. მას „ყველა ბომბების დედას“ უწოდებენ. ის პირველად 2003 წელს გამოსცადეს და აქამდე საბრძოლო მოქმედებებისას არ გამოუყენებიათ.

იგი გვირაბების კომპლექსზე ჩამოაგდეს, რომლებსაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პაკისტანის საზღვართან ახლოს ნანგაჰარის პროვინციაში აჩინის რაიონში იყენებენ.

 როგორც ავღანეთში ამერიკული ჯარების სარდალი გენერალი ჯონ ნიკოლსონი აცხადებს, „ჯიჰადისტური დაჯგუფებები დანაკარგებს განიცდიან და ამიტომ თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად ისინი თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ბუნკერებსა და გვირაბებს იყენებენ“.

„ჩვენი წინსვლის ტემპების შესანარჩუნებლად და ბარიერების მოსასპობად ეს ყველაზე უფრო გამოსადეგი საბრძოლო იარაღია“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.