მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-მ იაპონიაში სამხედრო სწავლება გამართა (+ვიდეო)

აშშ-მ იაპონიაში სამხედრო სწავლება გამართა (+ვიდეო)

აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებმა იაპონიაში, კუნძულ ოკინავაზე, კადენას სამხედრო ბაზაზე მასიური „სპილოების გასეირნება“ მოაწყო. აშშ-ს მე-18 ავიაფრთა სამხედრო საჰაერო ძალების ყველაზე ძლიერი სამხედრო ფრთაა.  მასში გაერთიანებულია F-15 Eagles ორი ესკადრილია, ასევე HH-60 Pave Hawks, E-3 Sentries და KC-135 Stratotankers-ები

Elephant walk (სიტყვასიტყვით „სპილოების გასეირნება“) - ეს სამხედრო ვარჯიშია, რომელიც თავის თავში თვითმფრინავების მთელი ესკადრილიის მჭიდრო მწყობრის მართვას მოიცავს. ისინი რეალური საბრძოლო გაფრენების დროს არის საჭირო. ღონისძიების წინასწარი ანონსი არ გაკეთებულა: ჯერ ერთი ამგვარი გაუფრთხილებელი სწავლება აახლოებს საბრძოლო პირობებთან, მეორეც აშშ-ს პოტენციური აგრესორი ქვეყნებისათვის თავისი საბრძოლო ძლიერების დემონსტრირება სურდა.

 სპილოების ეს მოულოდნელი გასეირნება ჩრდილო კორეასა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავების შედეგია. ფხენიანი კვლავ აგრძელებს თავისი ბირთვული სისტემების გამოცდას. ამის გამო აშშ-მ რეგიონში თავისი საბრძოლო ავიაცია გადაისროლა. ამასთანერთად აშშ- სამხრეთ კორეაში  თავის საჰაერო ძალებს აძლიერებს (F-35B-ი უკვე გადაისროლეს). სამხრეთ კორეის ოსანას ავიაბაზაზე  Elephant walk-ი ერთი წლის წინათ გაიმართა.