მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-მ ლიტვას სამოქალაქო ბაზრიდან М14 შაშხანების ამოღება მოსთხოვა

აშშ-მ ლიტვას სამოქალაქო ბაზრიდან М14 შაშხანების ამოღება მოსთხოვა

ლიტვას და აშშ-ს შორის კონფუზი წარმოიქმნა. ლიტვამ სამოქალაქო ბაზარზე  კერძო პირებს ნახევრადავტომატური შაშხანა М14-ი მიყიდა, რისი უფლებაც ხელშეკრულების მიხედვით მას არ ჰქონდა.

აშშ-ს ხელისუფლებამ ლიტვას ეს შაშხანები 1999 წელს გადასცა. მოდერნიზაციის შემდეგ მას ლიტველი სამხედროები ხმარობდნენ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მასზე უარი განაცხადეს.

2014 წელს შაშხანები იარაღის ფონდში აღმოჩნდა, რომელმაც მისი გაყიდვა დაიწყო და თანაც საკმაოდ დაბალ ფასად - 347,54 ევროდ. მაშინ როცა კოლექციონერებში ეს იარაღი 25 ათას ევრომდე ღირს.

 ორი წლის შემდეგ ამ შაშხანების უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს, ვინაიდან ლიტვის თავდაცვის სამინისტროს აშშ-ს ხელისუფლებამ ამგვარი მოთხოვნა წაუყენა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიტვა ნაჩუქარ შაშხანებს ყიდდა, ამერიკელებმა კოლექციონერებისგან გაიგეს. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვა აშშ-მ შაშხანების უკან დაბრუნება.

 შაშხანების უკან დაბრუნება საკმაოდ პრობლემატური გამოდგა. ზოგი მისი მფლობელი უარზეა დააბრუნოს ნაყიდი იარაღი და მათ სასამართლო გარჩევა ელოდებათ. ზოგმა კი იარაღი მესამე პირს მიჰყიდა.