მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-მ პოლონეთში მთელი დივიზია განალაგა (+ვიდეო)

აშშ-მ პოლონეთში მთელი დივიზია განალაგა (+ვიდეო)

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება,დასავლეთის პრესაში რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი წვრთნების "დასავლეთი-2017"-ის გარშემო ხმაური იმიტომ ატეხეს, რომ პოლონეთში, ფაქტიურად რუსეთის საზღვართან მთელი ამერიკული მექანიზირებული  დივიზია განეთავსებინათ.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გულის დასამშვიდებლად რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სწავლების პერიოდისათვის პოლონეთში აშშ-ს არმიის მე-2 ჯავშანსატანკო ბრიგადა ჩავიდა. სწავლება დამთავრდა, ხოლო ამერიკელები პოლონეთში დარჩნენ. ამას გარდა ქვეყანაში აშშ-ს ევროპული ძალების მე-3 ჯავშანსატანკო ბრიგადის ტექნიკაა განთავსებული.

მათთვის  მომზადებული პირადი შემადგენლობის ჩაყვანა გერმანიის სამხედრო ბაზებიდან სულ რაღღაც ორ საათში შეიძლება, - ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი.