მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-მ სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ი ჩაიტანა

აშშ-მ სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ი ჩაიტანა

ამერიკელი სამხედროების განცხადებით სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ის გამშვი დანადგარები და მოწყობილობები ჩაიტანეს. ეს ჩრდილო კორეის მიერ ოთხი ბალისტიკური რაკეტის გაშვებიდან 24 საათში მოხდა.

 სისტემა THAAD (Terminal High Altitude Area Defense) ბალისტიკური და სხვა რაკეტების დიდ სიმაღლეზე გასანადგურებლად არის გათვალისწინებული.

ამ სისტემის სამხრეთ კორეაში განლაგების შესახებ გადაწყვეტილება 2016 წლის ივლისში მიიღეს, მაგრამ მათი განთავსების ვადებზე არაფერი იყო ცნობილი. სავარაუდოთ სისტემა 2017 წლის ბოლომდე უნდა ჩაეტანათ.

აშშ-ს წყნარი ოკეანის სარდლობის განცხადებით, სისტემის განთავსება 6 მარტს ჩრდილო კორეის მიერ განხორციელებული ბირთვული გამოცდების და რაკეტების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.