მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს არმია ლულისქვეშა მოძველებულ ყუმბარმტყორცნებს კომპანია  Heckler&Koch-ის ახალი მოდელით, M320A1-ით ცვლის

აშშ-ს არმია ლულისქვეშა მოძველებულ ყუმბარმტყორცნებს კომპანია Heckler&Koch-ის ახალი მოდელით, M320A1-ით ცვლის

შტატ სამხრეთ კაროლინაში, ამერიკის სამხედრო ბაზა ფორტ-ჯეკსონში დაიწყო სწავლებები, რომლის დროსაც ახალ ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნ  M320A1-ს გამოიყენებენ. ამგვარად ძველი მოდელიM203-ი ნელ-ნელა „პენსიაზე“ გავა.

ყუმბარმტყორცნი M203-ი 1967 წელს შეიქმნა, ხოლო ორი წლის შემდეგ იგი შეიარაღებაზე მიღეს. ეს იარაღი  შაშხანა  М16-ზე დგება და 40 მმ-იანი ყუმბარებს 400 მეტრამდე მანძილზე ისვრის. სადღეისოდ 250 000-მდე M203-ია გამოშვებული და ისინი ორმოცამდე ქვეყნის შეიარაღებაშია.

 ყუმბარმტყორცნი M320 გრმანულმა კომპანია Heckler&Koch-მა  2008 წელს შექმნა. მან საფუძვლად მოდელი AG36 აიღო, რომელიც M203-საგან საგრძნობლად განსხვავდება. კერძოდ მას პისტოლეტის სახელური უყენია და კიდევ ერთი დამატებითი სახელური აქვს, რაც იარაღის შაშხანაზე დაყენების გარეშე გამოყენების საშუალებას იძლევა.

 მისი მოდიფიკაცია M320A1 სპეციალურად ამერიკული არმიისათვის შეიქმნა და საბაზო მოდელისგან მცირედით განსხვავებულია.

M320-ს ნატოს ყველა საშტატო ყუმბარებით სროლა  შეუძლია. იარაღის  მტყუნების შემთხვევაში სასხლეტზე ხელმწორედ გამოკვრა საკმარისია, ვინაიდან მას  თვითდამტენი მექანიზმი გააჩნია.

მაგალითისათვის, ძველი ყუმბარტმყორცნ M203-დან ხელმეორე გასროლისათვის საკეტის დამატებით ფეხზე შეყენება იყო საჭირო.