მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს არმია რუსეთთან მესამე მსოფლიო ომის რეპეტიციას გადის (+ვიდეო)

აშშ-ს არმია რუსეთთან მესამე მსოფლიო ომის რეპეტიციას გადის (+ვიდეო)

ამერიკის საზღვაო ქვეითები წვრთნებს გადიან, რომელთა სცენარითაც  აშშ მესამე მსოფლიო ომში რუსეთის წინააღმდეგ სადღაც უკრაინის საზღვრებთან იბრძვის.

სასწავლო საბრძოლო მოქმედებები ჩრდილო კაროლინის საზღვაო ქვეითების ბაზა კემპ-ლეჯენში მიმდინარეობდა, სადაც ამერიკელებმა ბუტაფორული დასახლებული პუნქტი ააგეს, რომელიც „სადღაც რუსეთის საზღვრებთან მდებარე აღმოსავლეთ უკრაინულ სოფელს განასახიერებდა“. ადრე აქ საზღვაო ქვეითებს ერაყსა და ავღანეთში გაგზავნის წინ ავარჯიშებდნენ, ამიტომაც სოფელი ნაკლებად წაგავდა „უკრაინულს“ - ჩალით გადახურული თიხის ქოხები, გვერდზე პალმები და ვირები.

 მაგრამ ახლა კედლებზე წარწერები გაჩნდა „რესტორანი“, „საცხობი“, „პოლიკლინიკა“. ადგილობრივი მცხოვრებლები რუსულად ლაპარაკობენ, რადიოდან კი ზემფირას სიმღერა ისმის. მეტი ავთენტურობისათვის ჰაერში ნეხვისა და დენთის სუნი დგას, სიჩუმეს კი ძროხების ზმუილი და ჭრიჭინების ხმა ავსებს. ვიდეოზე კარგად ჩანს თუ ამერიკელი სამხედროები სოფელს ხელში როგორ იგდებენ.

ყოველი მხრიდან რუსული ლაპარაკი ისმის. ზოგი დახმარებას ითხოვს და ექიმს ეძახის. გარშემო ავტომატის სროლა და აფეთქებების ხმაა.. როგორც ამერიკელები აღნიშნავენ, რუსულენოვანი სტატისტები არა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას განასახიერებენ, არამე შეიარაღებულ მოლაშქრეებსაც, რომლებიც ჩასაფრებებს აწყობენ.

 გასულ გაზაფხულზე გერმანული საკადრო სააგენტო რუსულენოვან სტატისტებს ეძებდა, რათა ამერიკულ არმიას ბავარიის სავარჯიშო პოლიგონ ჰოენფელსზე წვრთნები ჩაეტარებინა. „რუსებს“ სპეციალური ინფრაწითელ გადამწოდიანი ჟილეტები უნდა  სცმოდათ, რომელთა მიხედვით სამხედროები დაითვლიდნენ თუ საბრძოლო მოქმედებებისას რამდენი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ერთ სამუშაო დღეზე მოხალისეებს 88-დან 120 ევრომდე უხდიდნენ. როგორც ჩანს ამჯერად წვრთნები აშშ-ში გაგრძელდება.