მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს არმიამ მობილურ ტანკს დანიშნულება ჯერ კიდევ ვერ მოუძებნა (+ვიდეო)

აშშ-ს არმიამ მობილურ ტანკს დანიშნულება ჯერ კიდევ ვერ მოუძებნა (+ვიდეო)

აშშ-ს არმია აგრძელებს უნივერსალური ტრანსპორტისRipsaw EV-ის გამოცდას, მაგრამ მისი პრაქტიკული გამოყენების სფეროს საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

თქვენ ალბათ ხშირად გინახავთ „ტანკი“ Ripsaw როგორც მრავალი სატრანსპორტო საშუალების საფუძველი.  თავიდან პროექტი Ripsaw EV აშშ-ს არმიის მიერ იყო ინიცირებული, მაგრამ 7 წლიანი გამოცდების  და სხვადასხვა სამხედრო გამოფენებზე დემონსტრირების მიუხედავად მისი გამოყენების სფერო საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა.

 Ripsaw EV2 (Extreme Vehicle) - მცირე ზომის დაბალპროფილიანი  მუხლუხოიან აპარატს ორ ადამიანზე გათვლილი კაბინა აქვს. მისი მართვა შეუძლია როგორც პილოტს სალონიდან, ისე ოპერატორს დისტანციურად. ამას გარდა მას შეუძლია 70 გრადუსიანი ფერდის დაძლევა. Duramax-ის დიზელის ძრავის სიმძლავრე 600 ცხენის ძალას შეადგენს, რაც 70 ტონიანი ტანკ Abrams-ის ძრავის სიმძლავრის ნახევარს შეადგენს. ამის გამო მობილურ Ripsaw-ს 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება შეუძლია. იგი ოდესმე შექმნილი მუხლუხოიანი ტრანსპორტიდან ყველაზე სწრაფია.

მძიმე ჯავშნის არქონა იმაზე მიუთითებს, რომ იგი ძირითადათ დისტანციური მართვისათვის არის განკუთვნილი. მაგრამ ფაქტიურად Ripsaw-ს მრავალი როლის და ამოცანის შესრულება შეუძლია. მას შეუძლია იყოს საბრძოლო ტანკი, ქვეითთა დამხმარე საშუალება, მომმარაგებელი და სასწრაფო დახმარების საშუალებაც კი. Defensetech-ის მონაცემებით Ripsaw-ზე შეიძლება დადგეს დისტანციურად მართვის საბრძოლო მოდულიCROWS. ამას გარდა მისი შეიარაღება ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ითაც  შეიძლება. 2002 წელს არმიამ იგი წარადგინა, როგორც კონვოირების უპილოტო საშუალება.