მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს არმიამ რუსეთთან ომის წარმოების სახელმძღვანელო გამოუშვა

აშშ-ს არმიამ რუსეთთან ომის წარმოების სახელმძღვანელო გამოუშვა

აშშ-ს არმიის სარდლობამ რუსული "ჰიბრიდული ომების" სტრატეგიის საწინააღმდეგო ცნობარი გამოუშვა.  ეს სახელმძღვანელო ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში  მომზადდა, მაგრა ინტერნეტში მხოლოდ ახლახანს მოხვდა.

 62 გვერდიან დოკუმენტში ყველა მასალაა მოგროვებულია უახლოეს კონფლიქტებში გამოყენებულ რუსულ შეიარაღებაზე - ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები და ფოტოები. განხილულია რუსეთის შეიარაღებული ძალების სუსტი და ძლიერი მხარეები, ასევე ამერიკელი სამხედროებისათვის მასთან ბრძოლის რეკომენდაციებია მოცემული.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სტრატეგია მიმართულია ქვეყანაში რეჟიმის შეცვლაზე. ამას იგი ადგილობრივ ძალებზე დაყრდნობით აკეთებს. ეს ყოველთვის სამხედრო ძალის გამოყენებით არ ხდება, გამოდგება  ყველა საშუალება და მეთოდი.

 ცნობარში აღნიშნულია, რომ რუსეთმა აშშ-ს ერაყსა და ავღანეთში მოქმედებებიდან დასკვნები გააკეთა, ასევე საქართველოსა, სირიასა და უკრაინაში საკუთარი მოქმედებებიც გაითვალისწინა. ასე მაგალითად რუსებმა ამერიკელი სამხედროებისგან მოწინააღმდეგის აღმოსაჩენად უპილოტოების გამოყენება და შემდგომ არტილერიითა და ავიაციით მისი განადგურება აითვისეს. ასევე ცალკე აღინიშნება რუსეთის მიერ ყუმბარებისა და ნაღმების, სხვადასხვა დონის მომზადების მქონე სნაიპერების  ფართოდ გამოყენება.

ასევე აღინიშნება რუსეთის არმიის სუსტი წერტილები, რომელთა გამოყენებაც ამერიკელ სამხედროებს შეეძლებათ. კერძოდ ერთი წლის ნამსახური ჯარისკაცების მოტივაციის დაბალი დონე და სუსლი ლოჯისტიკა, რომელიც რუსეთის არმიას საბჭოთა პერიოდიდან ერგო მემკვიდრეობით.

 ამერიკელ ჯარისკაცებს მოუწოდებენ ივარჯიშონ GPS-ის და რადიოკავშირის არქონის პირობებში, ვინაიდან მრავალრიცხოვანი ანტენებით დახუნძლული სამეთაურო პუნქტი მოწინააღმდეგისათვის კარგი სამიზნეა. ასევე მოუწოდებენ ისწავლონ მზითა და ვარსკვლავებით ორიენტირება, თუმცა იქვე აფრთხილებენ, რომ გამოთვლებში შეცდომა შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ.