მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელმა თავისიანებს ცეცხლი გაუხსნა, ერთი ადამიანი დაიღუპა (+ვიდეო)

აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებელმა თავისიანებს ცეცხლი გაუხსნა, ერთი ადამიანი დაიღუპა (+ვიდეო)

ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთმა მიიღო დაზიანება ნიუ-მექსიკოს შტატის სამხრეთში მომხდარი ინციდენტის შედეგად.

1 თებერვლის ღამეს ჰოლომანის ავიაბაზიდან აფრენილმა გამანადგურებელმა F-16-მა, რომელიც ჩვეულებრივ გაფრენას აწარმოებდა, დაუდგენელი მიზეზით „ჰაერი-ზედაპირის“ კლასის რაკეტებით, ცეცხლი გაუხსნა აეროდრომის ახლოს მდებარე სათვალთვალო კომპლექსს.

 შედეგად ბაზის სამოქალაქო პერსონალიდან ერთი ადამიანი დაიღუპა და მეორემ ტრავმები მიიღო. იგი ჰოსპიტალში გადაიყვანეს და პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ სახლში გაუშვეს.

 საგანგებო ინციდენტის გამო მოკვლევა დაიწყო.

ავიაბაზის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ინციდენტში მონაწილე თვითმფრინავი ჰოლომანის ბაზაზე ბაზირებდა, თუმცა კი აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების იმ ავიაფრთას ეკუთვნოდა, რომელიც არიზონაში, ლიუკის ავიაბაზას განეკუთვნება.