მნიშვნელოვანი სიახლეები
აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალები თუთიისგან უსაფრთხო აკუმულიატორს დაამზადებენ

აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალები თუთიისგან უსაფრთხო აკუმულიატორს დაამზადებენ

ფეთქებასაშიში გაჯეტები და სხვა მსგავსი კოშმარი მხოლოდSamsung-ის ხელმძღვანელობას არ ესიზმრება. აშშ-ს სამხედრო საზღვაო კვლევითი ლაბორატორიის ქიმიკოსები უკვე შეუდგნენ თუთიის „სამგანზომილებიანი ღრუბლისგან“ საკუთარი კონსტრუქციის ფეთქებაუსაფრთხო აკუმულიატორის შექმნას.

ლითიუმ-იონური აკუმულიატორი ფრიად საჭირო და აუცილებელი ნივთია. მაგრამ Samsung-ის მეშვეობით ჩვენ უკვე ისიც კარგად ვიცით, რომ იგი გარკვეული საფრთხის შემცველიცაა - შეიძლება სმარტფონი ხელში აგვიფეთქდეს.

ლითიუმ-იონურ ბატარეებთან დაკავშირებული რისკები აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის მესვეურებსაც აშინებთ. ამიტომაც მათ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ლაბორატორიის ქიმიკოსებს საკუთარი კონსტრუქციის უსაფრთხო აკუმულიატორი შეუკვეთეს. სპეციალისტები მის გამოყენებას ელექტროტრანსპორტში, ელექტრო ველოსიპედებზე და ხომალდებზე აპირებენ.ლითიუმ-იონური აკუმულიატორი რაღა თქმა უნდა ფრიად საჭირო და აუცილებელი ნივთია. მაგრამ იგი იმავ დროს გარკვეული საფრთხის შემცველია.

ბორტზე (და არა მხოლოდ) ლითიუმ-იონური ბატარეების გამოყენება მათი ადვილად აალებადი შიგთავსის გამო, საკმაოდ  გაძნელებულია. იმისათვის, რომ ხანძარი გამოირიცხოს, აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტმა მსგავსი ბატარეების მქონე ხელსაწყოების გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანა. მაგრამ ეს საკმარისი მაინც არაა.

არააალებადი აკუმულიატორის შექმნა სავსებით შესაძლებელია. საფუძვლად ქიმიკოსებმა ჩვეულებრივი ტუტე ბატარეა აიღეს  (AAA-ს მსგავსი). იგი უსაფრთხო და არააალებად ელექტროლიტს შეიცავს. ანოდად მასში ხელმისაწვდომი და იაფი თუთია გამოიყენება.  მაგრამ აქ პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ტუტე ბატარეის შიგნით თუთია ხელახალ დამუხტვას არ ექვემდებარება და ამის გამო ბატარეა ერთჯერადია. ამას გარდა, მის შიგნით დენდრიტები წარმოიშობა - სივრცული წარმონაქმნი, რომელიც ეკლებს ჰგავს. ქიმიკოსებმა თუთია „აიძულეს“ ხელახლა დატენილიყო. ამისათვის მისი  „3D-ღრუბლად“ გარდაქმა გახდა საჭირო. თუთიის ახალი ფორმა დენდრიტების წარმოქმნისგანაც  განთავისუფლდა.Елдзарова

 ლითიუმ-იონური აკუმულიატორი რაღა თქმა უნდა ფრიად საჭირო და აუცილებელი ნივთია. მაგრამ იგი იმავ დროს გარკვეული საფრთხის შემცველია.

 ლაბორატორიამ კომპანია EnZinc-თანუკვე გააფორმა ხელშეკრულება აკუმულიატორების საცდელი პარტიის წარმოების შესახებ. წარმატების შემთხვევაში ახალ თუთიის ბატარეას აშშ-ს ფლოტის ხომალდებზე გამოიყენებენ.